Предыдущая публикация
წლებს რატომ აკლდება დღეები...
ნისლში გახვეული ყოველდღე
რაზე ჩურჩულებენ ხეები...
სად ქრება ბავშვობის ოცნება,
წლები რად მძიმდება ფიქრებით,
დავეძებ… სად დამრჩა ცხოვრება,
სულში რად მიწყდება რითმები...
სადღაც სიმარტოვე ატირდა
სადღაც მონატრება გაცივდა,
თითქოს ყველაფერი იყო და
სული მეცხრე ცაზე ავიდა...
ეს არის ალბათ ის ცხოვრება
წუთებით, წამებით დათვლილი,
დაკარგე?... მერე არ ეძებო,
ოცნება ბავშვურად გათვლილი...
ანა... 06/01/2017 წელი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3