როგორი ლამაზი იქნები ყოველ დილით თმა აწეწეილი, ჩემს პერანგში გახვეული, გამობერილი მუცლით რომ ივლი ჩვენს ოთახში, მერე კი სამზარეულოდან კვლავ ოთახში ერთი ჭიქა წვენითა და ერთი ჭიქა ცხელი ჩაით რომ შემოგორდები,ოდნავ დაიხრები, მარჯვენა ლოყაზე მაკოცებ და გაღიმებული სახით შემომხედავ ახალგაღვიძებულს.
როგორი ლამაზი იქნები ჩემო ანგელოზო ხუთი თვის ორსული სულ უკმაყოფილო სახით რომ ივლი,ზოგჯერ ჩემს გადამეტებულ სითბოზეც გაიბუსები, სულ საჭმელი გენდომება და დაბღვერილი სახით შემომხედავ, მე გამეღიმება, მოგიახლოვდები და გაბუტული ტუჩის კუთხეზე ნაზად გაკოცებ, მერე თბილად მოგეხვევი და შენს შოკოლადისფერ თმას ნაზად მოვეფერები.შენ გადაგივლის გაბუტვა და ცხვირს ყელზე მომადებ რომ შენს სუნთქვას ჩვენი საყვარელი მუსიკასავით ვუსმინო.მეც მართლაც რომ სულ განაბული მოვუსმენ და დავიმახსოვრებ შენს თითოეულ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას.
როგორი ლამაზი იქნები ჩემოანგელოზო თმაში გვირილებჩაწნული ჩემს სიახლოვეს რომ იჯდები,მე კი დავიხრები შენს წინ,მუცელზე თავს მოგადებ და ვუამბობ ჩვენს შვილს თუ როგორ მიყვარხარ!
როგორი ლამაზი იქნები ჩემო ანგელოზო, როდესაც მშვიდ და უშფოთველ საღამოს ფანჯარასთან იჯდები,სუნთქვა შეკრული მიაშტერდები გზას რომელზეც იცი უთათუოდ გამოვივლი ყვავილებით ხელში.შემდეგ ძლივსღა მოგორდები კარებთან და მოუსმენ ჩემი ნაბიჯების ხმას, ნაბიჯი ერთი- და მარჯვენა ლოყაზე ღიმილისაგან ჩაკეცილი ფოსო, ნაბიჯი სამი-ღრმად ამოსუნთქვა, ნაბიჯი შვიდი- სუნთქვის შეკვრა და ნაბიჯი რვა- ღია კართან მომღიმარი სახით იდგები შენ, შენ, აზრი მთელი ჩემი სიცოცხლისა! მე მოგიახლოვდები, ფრთხილად ჩაგეხუტები,გაკოცებ თვალებზე,გამოგიწვდი ყვავილებს და კარს ჩუმად დავხურავ... ჩვენ ერთმანეთს შეხმატკბილებულები მოვთავსდებით სავარძელში ჭიქა ჩაით ხელში და ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი. ბოლოს დაღლილს ჩემს მკლავებში ჩაგეძინება ჩიტის ბარტყივით,მე კი დაუსრულებლად მოგეფერები თმებზე,სახეზეე,მხრებზე,თითებზე.ჩემი ბედნიერება ხარ!
როგორი ლამაზი იქნები ჩემო ანგელოზო,საწოლზე ჩამომჯდარ უეცრად კანკალი რომ აგიტანს,ათრთოლდები თან ტირილს დაიწყებ, სიყვარულო ძალიან მტკივაო! მე ალბათ ჭკუიდან შევიშლები შენი ‘’ცუდად’’ყოფნით და თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმებს გულის ბაგა-ბუგით ავედევნები ჩემი ოცნებების ასახდენად!
ერთი, ორი.ოთხი.რვა,ათი... როგორ გაიწელა დრო...უცებ საოცარი სიჩუმე ჩამოვარდებაა...და აი ჩაიღვარა გულში უზარმაზარი სითბო!!! შენ ძვირფასო ტკივილებით გადაღლილს , მოგესმება ჩვენი ქალიშვილის პირველი ტირილი და გაგეღიმება მთელი გულით,მთელი გრძნობით,მთელი არსებით... და ამ ყველაფრის შემყურე მე შეშლილს აბა რა დამაწყნარებს ?-თქვენი ჩემთან ყოფნა!!!
როგორი ლამაზი იქნები ჩემო ანგელოზო თეთრ პერანგში ჩაცმული პირველად რომ მიიხუტებ ჩვენს პატარა გოგონას, მოუსმენ მის აუღელვებელ, მშვიდ სუნთქვას, მერე გამომხედავ და ღიმილით მეტყვი - მამიკოს უგავს ტუჩებიო... მე ვიქნები ყველაზე ბედნიერი და შენ როგორი ლამაზი იქნები ჩემო ანგელოზო!
გავა წლები, როგორც ხდება ხოლმე,დრო არ გაჩერდება, ჩვენი ქალიშვილი გაიზრდება და როდესაც მოვა დრო, ისიც დედიკოსავით ლამაზი იქნება...
მაგრამ, რა დროც არ უნდა გავიდეს ჩემო ანგელოზო, წუთები,საათები,წლები და ათწლეულებიც კი მაინც როგორი ლამაზი იქნები ჩემო ანგელოზო!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1