Предыдущая публикация
ჩამკიდე ხელი და თვალებში შემოდი.
სიზმრებად კი არა, ცხადში მსურს გიყვარდე,
რამეთუ, ახდენილ ნატვრებად გელოდი.
დავხურე ოცნების ფერადი წიგნები,
აღარ მსურს მტირალა ბავშვივით მჯეროდეს,
შემხედე, უფრთოდაც ღიმილით ვინთები,
მიუშვი, სიყვარულს მიწაზე მღეროდეს.
ნუ ამწევ, საშინლად მაშინებს სიმაღლე,
შიშველი ტერფებით მოვივლი ნაპირებს,
მაშინაც ხომ გახსოვს, რარიგად ვინაღვლე,
დღეს უკვე დავქალდი და შიში მაკვირვებს.
ნატვრებით განვლილი დღეები მაკმარე,
არ მიყვარს ოცნებას ფერი რომ უკვდება,
მიწაზე ჩამომსვი, შენს გვედრდით მატარე,
ზეცასთან ფარფატი ანგელოზს უხდება.
ნანა მეფარიშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев