ეს ლექსიც წაიღეთ სანამ დამიწვია,
სანამ ამრევია ტვინში ამინდები,
თორემ სინანული მერე არის გვიან
ბევრიც რომ მარიგოთ აღარ გავიზრდები.
წაიღეთ ეს გულიც, სანამ ცოცხალია
სანამ უყვარხართ და სანამ მკერდში ფეთქავს,
თორემ ამ ცხოვრების სიგიჟის ბრალია
ამდენის დაწერას ფურცელზე რომ ბედავს.
წაიღეთ ეს გრძნობაც, თქვენი რომ გგონიათ,
მერე გამოფინეთ ქვეყნის სამსჯავროზე,
ცხვირზე აიფარეთ ყალბი ირონია
ჭკუა დამარიგეთ ახალ სამყაროზე.
ფიქრებსაც გაგატანთ თქვენთვის ჯერ არ ნახულს
სურვილსაც რომელიც ზეცამდეც ავიდა,
მე კი სულ დაცლილი შევხვდები გაზაფხულს
და ჩემს სიგიჟეებს დავიწყებ თავიდან.
რაღას დავიტოვებ? კითხულობთ ღიმილით
პასუხს კი არც უცდით ისე გეცინებათ,
მე სული დამრჩება და კაცის სინდისი
ყველა ჩემი მსხვერპლი ამად ეღირება.
და თუ შემაწუხებს ლექსის არითმია,
თუკი ამერევა ისევ ამინდები,
მერე იმას ვიტყვი რაც ჯერ არ მითქვია
ლექსის მონატრებით ისევ ავინთები....
(ლაშა გიგაური)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2