რითი ჯობიხარ ყველა დანარჩენს?
ჩემში რას ხედავ სულის ნაწილს თუ,
იმ ქალს ღამეს, რომ შენთან გაათევს?
პასუხი არ გაქვს მე კარგად ვხვდები
და არც ამიხსნი ვიცი არაფერს,
სწორედ ამიტომ ვერც შენ და ვერც სხვა,
ჩემს გადაღლილ გულს ვეღარ წამართმევს.
მე უზნეობას ღირსებად არ ვთვლი
და მარტოსული ვითვლი საათებს.
ნუ გეგონებათ ის ყოფა მომწონს,
როდესაც ფიქრი ტკივილს დაათრევს.
ახლა კი მინდა ყველას მოგმართოთ.
ვინც შვილებს გიზრდით ნუ ცვლით სხვა ქალზე.
მე არ გენდობით, ან როგორ გენდოთ,
თუ ვინც გვერდით გყავთ მას არ აფასებთ?
სპორტული ჟინით ნურც კი ეცდებით,
ნუ გააგორებთ ჩემთვის კამათელს.
რაც გინდათ დასვით, მე არ მაღელვებს.
თქვენი მცდელობა ჩემს გულს არ აღებს.
თითოეული თავს თვლით ვაჟკაცად,
მაგრამ ყველანი ჰგავხართ დანარჩენს.
ნუ გეწყინებათ ეს სტრიქონები,
ავსაც და კარგსაც ჟამი გაარჩევს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев