
დღეს შენია, ხვალ სხვისი. როგორ იცვლებიან ადამიანები. დღეს შენთან არიან, ხვალ სხვასთან. არა მაინც, როგორია ცხოვრება. დღითიდღე თითქოს არაფერი არ იცვლება, მოიხედავ და ყველაფერი სხვანაირია: ადამიანები, ურთიერთობა, გარემო... საერთოდ ყველაფერი. ვუყურებ ხალხს და ვერ ვხვდები რას წარმოადგენენ ისინი. გიღიმიან, გიცინიან, შენთან ერთად არიან და მერე თითქოს არც არსებობ. ასე უცებ, უაზროდ გკრავენ ხელს და ყურადღებას არ გაქცევენ. მერე გაახსენდები, მოდიან, გიღიმიან, გიცინიან და ისევ მიდიან... მიდიან და აღარ ბრუნდებიან. აღარ სჭირდები. გული მწყდება, მართლა მწყდება გული ამდენ სიყალბეზე, ორპირობაზე. დღეს მეგობარი, ხვალ სრულიად უცხო პიროვნებაა, ვიღაც, ვინც იცის შენი სახელი და მორჩა. როდემდე უნდა იყოთ დღეს ერთთან, ხვალ მეორესთან, ზეგ მესამესთან და ასე, დაუსრულებლად? არ გბეზრდებათ? მოვა დრო და ინანებთ. მართლა ინანებთ როცა მოიხედავთ უკან და მიხვდებით, რომ ამდენი ხანი გავიდა, თქვენ კი უკეთესის ძიებაში საუკეთესო დაკარგეთ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2