ვაკეთებ იმას,რაც მომწონს და სიცოცხლედ მიღირს!
თქვენ კი ვინა ხართ, ეს ცხოვრება ისე დამიწყოთ,
რომ გავხდე მონა და თქვენსავით მიწოდონ ფლიდი!
თუკი სიცოცხლე მიწიერი ჯოჯოხეთია,
არ დავნებდები ვიბრძოლებ და სამოთხედ ვაქცევ,
ჩემი მფარველი ერთადერთი დიდი ღმერთია
გიჟი გგონივართ?მაინც მინდა ასეთად დავრჩე!
ოღონდ გაჩუმდით,ნუ მიწესებთ დოგმებს,პრინციპებს!
თავისუფალი დავიბადე, ასე მოვკვდები,
მერე რა ვუყოთ მავანი, თუ ტყვიას მიმიზნებს,
ცხელ გულს არასდროს დაედება ცივი ლოდები!
თუმცა დროებამ შუბლზე ღარად დამატყო წლები,
ის გულიც ქრება რომ დახატე წეღან სილაზე
მე კი ნელ-ნელა ვიცვლები და სხვაგვარი ვხდები,
თუ რამ მაკლია ერთადერთი ალბათ სინაზე...
რადგან წარსულში, როგორც ახლა, სამყაროს ვებრძვი,
სამყაროს სადაც, სწორი ხედვა,ცოდვად გეთვლება
მგონი, ამიტომ მომიმრავლდა ბოლო დროს მტრები,
სუყველა გრძნობა დავიწყებას ვფიქრობ ეძლევა...
ტრიუმფით წავალ, ეკლიანი ბილიკით ვივლი,
თავაწეული გოლგოთაზე ჯვარსაც ავიტან!
ათიათასჯერ გავუსწორებ თვალებს თვით სიკვდილს
არ გამომივა?..
კვლავ დავიწყებ ათვლას თავიდან!"


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1