- ვგრძნობ, რომ ვკვდები შვილო.
- არა დედა, შენ იცოცხლებ, გესმის?
- ჩემი დრო წავიდა შვილო,აწი შენ უნდა იცოცხლო. მე მამაშენთან წავალ. როგორ ვენატრები ალბათ.
- დე ჩამეხუტე, ჩამეხუტე და ჩემთან დარჩი, გთხოოვ.
- რა ცხელი ხარ შვილო, ჩემო ჭაღარა ბიჭო.
- დე, იავნანა მიმღერე,შეგიძლია რომ მიმღერო? აი,ისე როგორც დიდი ხნის წინ ბავშვობაში.
- ეჰ, შვილო არ შემიძლია, შენ უკვე ზრდასრული კაცი ხარ, მეკი მოხუცი, ძალაგამოცლილი მომაკვდავი.
- გთხოვ,როგორც შეძლებ დე.
ის თავის ლოგინზე იწვა, ფერმკრთალ ქუთუთოებში მომწყვდეულ მის მწვანე თვალებს ჩავცქეროდი დაჰიპნოზებულივით და მისი დამჭკნარი ხელი მეჭირა. ვგრძნობდი ძალას იკრეფდა უკანასკნელი თხოვნის შესასრულებლად, ცოტა ხნის შემდეგ იავნანის სიმღერა დაიწყო სუსტი, დაბალი და მშობელი დედის უტკბილესი ხმით. მე თვალები დავხუჭე, თვალწინ ნათლად დამიდგა ჩემი სიჭაბუკე და მისი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდობა. გამახსენდა როგორ ვეჭირე ხოლმე ხელებში და გულზე კნუტივით ვყავდი მიხუტებული. როგორ მეალერსებოდა, როგორ მიბრაზდებოდა, როგორ მეფერებოდა ატირებულს. ხელს უფრო და უფრო მტკიცედ ვუჭერდი, თვითონაც მიჭერდა.ბოლოს ხმის ტემბრი დაპატარავდა, დასუსტდა, მიილია, გაქრა და დუმილმა დაისადგურა, ხელის მოშვებაც ვიგრძენი. თვალები გავახილე, დედას თვალები დაეხუჭა,სამუდამოდ დაძინებოდა ცხონებულს. დავემხე მის უმოძრაო, დალეულ სხეულს და დიდხანს, დიდხანს ვტიროდი. დედა მოკვდა.
რითმების კავალერი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 18