Предыдущая публикация
უკვე წავშალე ნაფეხურები ... მე ნებას გაძლევთ, რომ ჩემს სულამდე ამოიაროთ საფეხურები ... ამოიარეთ ძალიან ნელა, და არ გეგონოთ - ეს ადვილია, კიბეზე, სადაც ყოველთვის ბნელა, ის ავა მხოლოდ, ვინც სულ ფრთხილია, ამოიარეთ ... გაბედეთ ... გიცდით ... ზემოთ ამოდით, ნუ ბრუნავთ წრეზე, მე კი შორიდან დაგაკვირდებით, ვინ აღმოჩნდებით ჭკვიანი სხვებზე რომ მიხვდეთ - მე ჩემს გამოვლილ გზაზე რატომ წავშალე ნაფეხურები ... რომ ჩემს სულამდე ამოსასვლელად არსებობს მხოლოდ საფეხურები.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1