არ მემეტები, მაგრამ რა ვქნა? არც შენ დამინდე, არცერთი სიტყვა სიყვარულის შენ არ გამიგე, მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი შენკი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.. მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს, რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს, სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი, რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი, სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა, და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა.. ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი, რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება??? შენ არ გამტყუნებ, ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია.. მე ვარ ასეთი, შენ რას გერჩი, ყველას ხიდი ვარ, ყველა ზედ მივლის, მაგრამ თავად საით მივდივარ?.. ჩემთვისაც არის სადღაც გზები, მაგრამ ვერ ვხედავ, ან ბრმა ვარ ანდა კიდეც წასვლას ვერ ვბედავ, მე რომ წავიდე მერე რა ვქნა? ვის მიგაბარო? ნუთუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ მიყვარხარო? ალბათ არ ჯობდა, რადგან ენა არ აგიმღერდა ალბათ შხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა.. ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ, სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14