არ ყოფილხარ მზე, რომ ენთო
რომ მეგონა არასოდეს იწვიმებდი
გამიწვიმდი!..
სარეცელზე დაყრილ ფიქრებს ვამზეურებ
რა მეგონა, უშენობას ვიწვნიებდი?!.
სულ არაფერს აღარა გავს შემოდგომა
მოიპარეს, გადამალეს მემგონია
ზარმაც მთებზე თოვლი იწვის ჯერ კიდევ და
ფანჯარაზე აყვავილდა, ბეგონია...
მონატრება ღვინოსავით მათრობს ისევ
ოთახებში ისევ დადის ჰარმონია...
გამიწვიმდი, არ მეგონა იწვიმებდი
გაწვიმების მოლოდინი, არ მქონია.
ახალ დღეებს დავალაგებ ძველებურად
ამ ქაოსში ვერაფერი მიპოვნია
მერე, სუნთქვას გავაყოლებ ყვითელ ფოთლებს
დავიჯერებ, რომ ოდესმე გიპოვნიან.
გამიწვიმდი...
არ ყოფილხარ მზე,რომ მზეობს
რომ მეგონა არასოდეს იწვიმებდი
გამიწვიმდი!..
სარეცელზე დაყრილ ფიქრებს ვამზეურებ
არ მეგონა უშენობას ვიწვნიებდი?!.
ლიკა ხარჭამაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев