ნახეთ რომ ჯერ კიდევ ძლიერი ქალი ვარ...
ხან მოწყენილი ვარ,ხან გაღიმებული,
ხან ფხიზელი ვარ და ხან კიდევ მთვრალი ვარ...
თქვენ დარდით ამავსეთ,ცხოვრება მასწავლეთ
ღიმილი მაჩუქეთ და მერე წახვედით.......
მე დიდხანს ვკოჭლობდი და ფეხზე დავდექი
უდიდეს ტანჯვით და უსაზღვრო წამებით.
უნიჭო ვიყავი და ახლა გავიგე
სამყაროს შეცნობაც ნიჭი რომ ყოფილა.
მე თოვლს ვერ ვიტანდი,ახლა კი მამშვიდებს
ცამ თეთრი ფიფქები მიწას რომ მოჰფინა.
თქვენ კი მიმატოვეთ ცხოვრების ბილიკზე
და ჩემი თვალები ჯერ კიდევ სველია,
თუმცა ისიც ვიცი არ უნდა ვიტირი
ცრემლების გადმოღვრა სუსტებს რომ სჩვევიათ......
მინდა რომ იცოდეთ როგორ ვარ დაღლილი
უთქვენოდ ცხოვრება ძალიან ძნელია,
თუმცა ისიც ვიცი ლამაზი ზღაპრები
მხოლოდ ლამაზყდიან წიგნებში წერია......
მიყურეთ გეთაყვა,თვალებში მიყურეთ.
იპოვით წარსულს და უცნაურ ნათებას
იჩქარეთ ჯერ კიდევ არ არის გვიანი
ტაძარში მისვლა და სანთლების დანთება......
???


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11