******************************************************
შენ საქართველოს მიწას აბიჯებ,
ჩემი რატომ გშურს ყოფა,
მე უცხოეთში ვითვლი ნაბიჯებს,
ერთი მექნება თხოვნა:
"ნუ შემომკადრებ,მეტად ნუ მეტყვი,
გულს ნუ მისერავ მწარედ,
ქართველს არასდროს დავიწყებია
თავის მშობელი მხარე,
შენ დილას ხვდები მამლის ყივილზე,
უსმენ ჩიტი რომ გალობს,
მე კი მოხუცის კვნესა მაღვიძებს
წამოდგომას რომ ლამობს.
შენ მზის სხივები გეამბორება,
სუფთა ჟანგბადით ცოცხლობ,
მე კი ყინვისგან გათოშილი ვარ,
უგაზაფხულოდ ვცხოვრობ.
შენ მონატრება არ შეგიგრძვნია,
არც აჩქარება პულსის,
სამსახურიდან სახლში მოსული
შვილებს იხუტებ გულში.
მე კი ხან და ხან დღეც ამრევია,
შვილებს ვიფიცავ ჯვარზე,
შვება ხატებთან ლოცვით მიგრძვნია,
ფიქრი როცა მშლის ჭკვაზე.
შენ ხომ ძილის წინ არც გიტირია,
არ გითევია ღამე,
აბა მე მკითხე შვილებს ნატრულმა
რამდენი ცრემლი ვღვარე.
შენ ბოლო გზაზე ხომ გააცილე
თვალცრემლიანმა დედა.
მე კი საფლავი ჯერაც არ ვიცი,
მხოლოდ სიზმარში ვხედავ.
შენ საქართველოს ჰაერს ისუნთქავ,
ზეცას გაჰყურებ ქართულს,
ქუჩაში ვინმე რომ შეგედაოს,
ხმამაღლა გასცემ პასუხს.
მე კი უჩუმრად დავიარები,
გამომეცალა ძალა,
ბევრჯერ წავაწყდი უსამართლობას,
მაგრამ დუმილმა მძალა.
შენ ყოველ დილა ქართულად ისმენ
"დილამშვიდობის ძმაო",
მე კი დამღალა ამ უცხო ენამ,
ამას ვჩივი და ვდაობ.
ნუ შეგშურდებათ ემიგრანტების
ბედუკუღმართი ყოფა.
ბევრჯერ ვინატრეთ მშიერ-მწყურვალი
ჩვენს სამშობლოში ყოფნა.
ვიცი, შანსი თუ ერთხელ მოგეცათ,
თქვენც "გაიხურავთ კარებს",
მაშინ მიხვდებით რაა სამშობლო,
შენი კუთხე და მხარე.
ცრემლი მისველებს ფურცელს და კალამს,
ბევრი სათქმელი დამრჩა,
მაშინ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ,
თუ დამიფასდა გარჯა.
მარინა ყიფიანი
05.09.2014


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 26
როცა გაჭირვებული ხარ უნდა გაინზრე რაღაც უნდა გააკეთო რომ არ იყოგაწირვებული მშიერი და უსახლკარო.მეც ემიგრანტი ვარ და ახალი ჩამოსული რომ ვიყავი ერთხელ ავტობუსში ბევრი ქართველი მოვხვდით და ერთმანეთს ჩვენს გასაწირზე ვალაპარაკებოდიტ
ერთმა კარგად გამზრარმა ე. ი. გ. დიდი ხსნის ცამოსულმა თქვა რომ გომურში ცხოვრობდა ხალხი და სამშობლოს არ ტოვებდაო.
სულ გომურში ხომ არ ვიცხოვრებთ ხალხო ცხოვრება წინ მოდის და ჩვენც ამ დინებას მივყვებით ის ვინც გვიყვარს დაცრემლებს ვღვრით მის ნატვრასი გვინდა რომ ადამიანურად დავტოვოთ, როცა წავალთ ამ ქვეყნიდან
მთავრობა ჩვენ ვერაფერს გაგვიკეთებს ვერც სახლებს და ვერც კარგ ტანსაცმელს დაგვირიგებს
ამიტომ ზოგი სახლში დავრჩებით ზოგიც სხვაგან წავალთ ნურავინ დავცინებტ ნურავის ყველამ რაღაცა ვაკეთოთ დამომავალი გავულამაზოტ ჩვენს მომავლებს ადამიანს საწუწუნო არასდროს გამოელევა
იათ და არც ამის ძსლა შეწევთ.