უკან მოხედვისას ძლიერ შემეშინდა.
მე კი, როგორც ბავშვი, ისევ მზეს მოველი,
ისევ ფერიების მჯერა ზღაპრებიდან.
მოდი დამაჯერე, თითქოს ბავშვები ვართ,
მოდი ჩქარა, თორემ მთრგუნავს რეალობა.
მოდი მითხარი, რომ ნატვრა ახდენილა
და, რომ განთიადზე ისევ მზე ამოვა.
მოდი გავიხსენოთ ''ტკბილი ნოემბერი'',
წამი გავაჩეროთ... ვიყოთ ''მედროვენი''.
მოდი ახლა ისე ძლიერ ჩამეხუტე...
თითქოს ხვალე უკვე აღარ გეყოლები.
მინდა ჩვენც ვიწამოთ მარადიულობა,
მინდა რეალობა იყოს კვლავ ზღაპრული.
მახსოვს ცისარტყელას წვიმა მიუძღვოდა,
მაგრამ ჩვენს გულებში იდგა გაზაფხული.
მოდი დამაჯერე თითქოს ბავშვები ვართ,
ერთ დროს უდარდელი ლაღი წარსულიდან.
ვითომ არაფერი ქვეყნად არ შეცვლილა,
ვითომ ისევ ის ვარ, ''გოგო ზაფხულიდან''
მელანო ზუკაკიშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4