გვერდით სკამზე, მოხუცებული, გამხდარი ქაბატონი იჯდა, ხელჯოხით და პურს მიირთმევდა. ეტყობოდა, რომ მარტოხელა იყო,რადგან, გამჭირვალე, პატარა პარკში გასაღები და საფულე ედო, რომ შევხედე, მომაშტერდა და ჭამა შეწყვიტა. გული მომიკვდა და მზერა მოვარიდე, უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი. იჯდა ჩაფიქრებული და თან დროდადრო პურს ციცქნიდა. იქვე მტრედები დაღუღუნებდნენ და ცოტა მათაც უწილადა. გაჭირვებული ჩანდა, მაგრამ თავისი პეწი მაინც შემორჩენილი ქონდა. იჯდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა?
ალბათ თავის განვლილ ცხოვრებაზე! მიყურებდა, თითქოს ახალგაზრდობას იხსენებსო. მეც, ფიქებში წავედი და სევდა მომეძალა, ცოტაც და ავტირდებოდი! ავდექი და წამოვედი, მოხუციც ადგა და გამომყვა. გზა დავუთმე. ჩემს წინ მიდიოდა. მიდიოდა და ნაკვალევზე, თავის განვლილ ცხოვრების წლებს ტოვებდა. მე კიდევ, უკან მივყვებოდი მის ნაკვალევს და ეს აზრი არ მასვენებდა: რა ულმობელია ცხოვრება! ოდესმე ყველა დავბერდებით, თუმცა შეიძლება, სიბერემდეც ვერ მივიდეს ზოგი.
ავტორი: ლიკა ჯაბიძე.
14.09.2016.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 28
როცა ფესვი მთლიანი ხეც, ძლიერია