შემიყვარე... ისე მაგრად შემიყვარე,
რომ სუნთქვაც კი უჩემობით ვეღარ შეძლო
და თუ შენს გულს ამ განცდისგან შეიბრალებ,
მაშინ წადი, უშენობა იქნებ შევძლო...
და ჩემშივე გადავკარგო მოგონება,
შენს სხეულს რომ ჩემს განცდებში აშრიალებს,
ეს არ არის თვალკეკლუცი მოწონება,
შემიყვარდი... და გულს გრძნობა ანვითარებს...
სისხლს რომ აწვდის და ჯებირებს ნატვრით ხეთქავს,
დროის ათვლას ბაგა-ბუგით რომ ამძაფრებს,
დამიჯერე, ამ ყველაფერს სული ხედავს
და მუსიკას, ბოლოს... ნოტი დაამთავრებს!..
მაგრამ მასში... ის სიცოცხლე იგალობებს,
მყიფე თოვლსაც რომ გაადნობს სისადავით,
და შემთბარ მზეს როცა ზეცაც ინაყოფებს,
მის მზარდ სხივებს არ გადაფენს მისამართით...
რადგან გრძნობამ სულ არ იცის დრო და ჟამი,
არც ადგილი, არც მანძილი და არც დაღლა,
მარადისგან გამოყავი ერთი წამი
და ზურმუხტებს გადაავლე სველი ტალღა.
შენით თრთოლვა ამ ოქტომბერს დღეს აშიშვლებს,
თუმცა ფერით სულ არ არის ცარიელი,
ფოთოლცვენა მიწას ყვითლად რომ აფიქრებს,
გაოცებით ვერ დამალა, ცამ - იერი...
შემიყვარე... ისე მაგრად შემიყვარე,
რომ სუნთქვაც კი უჩემობებით ვეღარ შეძლო
და თუ შენს გულს ამ განცდისგან შეიბრალებ,
მაშინ წადი, უშენობა იქნებ შევძლო...
/ შალვა ლონდარიძე /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
Siyvaruls chirdeba xelebi gamtbari..
Gamtbari im grdznobit guls rom giamebs...
Misi mofreba iarebs giamebs..
Dardit gadaglili vr grdznib..ar ici..
Sad vin wagiyvans cxovreba ra ici..?
Darcha mogonebas axali warsuli..
Gtkiva..genatreba da gtkiva es suli..
Siyvaruls rad unda sityvebi mravali..?
Siyvaruls chirdeba xelebi gamtbari