Предыдущая публикация
ახლა კარადას ძველი ძაფებით კეტავს,
გახსოვს ქორწილში როგორ ცეკვავდი ფატით
და შენს სიხარულს მზესთან აპრილიც ფენდა...
უკვე დედა ხარ, ბებოც და ისევ მარტი,
თუმცა კვირტები შენში მოხუცდა წლებთან,
მაინც დაფრინავ განვლილ ცხოვრების წამით
და თეთრ კაბაში ისევ ფიქრებში ცეკვავ.
აწმყოს ნაპირთან ახლა გიყურებს ჟამი
და მის თვალებში თითქოს დახრილა სევდა,
იყო პატარა, შენში ტიტინა ბავშვი,
დღეს კი სიბერე სახეს გიწურავს კენტად...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1