მიყვარხარ უზომოდ, ერთადერთს რა გითხრა?
ვერ შევძლებ, რადგანაც არა ვარ პოეტი...
სიტყვებს რომ ჰაერში რითმებად გამოჭრის
და იქვე, სუნთქვასთან დაუკრავს სონეტი.
მიყვარხარ უზომოდ... გინდა, რომ აგიხსნა?..
ჩემში ხარ - სამყარო... სულით რომ მოხვედი,
ვხედავ, ცის სხვენზეც მზე როგორ ავიდა...
და დღეს აჩუქა სათუთი მომენტი.
უზომოდ მიყვარხარ, სიზმარიც აგიხდა?..
ამ ქვეყნად შენს გამო უჩუმრად მოვედი,
სიო ვარდებთან ფერებით განვლილდა
და უკვე შეხვედრას წამს მიღმა მოველი...
დრო რომ გაქრება ხავერდის ნაპირთან,
ისრებს კი, რიცხვებით გაისვრის თორმეტი,
შენს ლანდს ვუყურებ სულისვე ფანჯრიდან
გულ-მკერდს რომ ახლავს სპეტაკი თოვლმეტი,
და სხვა სიტყვები არაფრად არ მინდა,
ჩემში ხარ სიცოცხლე... სიცოცხლით მომვლელი,
ეს ლექსიც გრძნობასთან ბგერებით გაიბნა
და მაინც დავირქვი, რომ მე ვარ პოეტი...
/ შალვა ლონდარიძე /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5