და ნუღარ გაივლი გათელილ ბილიკებს.
ნუ დაელოდები იმას ვინც არ მოვა,
იმას ვინც ვერ გამჩნევს, ან თუნდაც გივიწყებს.
ცხოვრება ომია, შენც უნდა იბრძოლო.
ნუ შეეპუები უგულო სიცივეს.
გთხოვ არ შეგეშინდეს წარსულის აჩრდილის,
ზურგში დანის ჩარტყმას ისევ რომ გიპირებს.
არასდროს ეცადო, სხვის კუთვნილს შეეხო,
იცოდე ვერ ზიდავ ამ ტვირთის სიმძიმეს.
შენი ისტორია ისე უნდა წერო,
რომ უკან მოხედვა არასდროს გიჭირდეს.
დროა, წამოდექი და გზა გააგრძელე.
გთხოვ ნუ შეეჩვევი დარდსა და ტკივილებს.
საკუთარ იმედში მოძებნე მზის სხივი.
გული კი წარსულზე ნურასდროს იტირებს.
ეცადე ცხოვრება დაიწყო თავიდან,
ოცნებით გულსავსე რომ შესწვდე ცის კიდეს.
გახსოვდეს, დასასრულს საწყისი მოჰყვება
და ის რაც იწყება, ტკივილებს ივიწყებს.
16.06.16.
ქეთი ალასანია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 25
bevri tkivili cota sicili
bolos ki dzvirfasebo mware sikvdili
da chveni sikvdilit gamowveuli bevri tkivili
bevri tirili........
Kvlav grdznob am tkivilebs..
Cxovreba sul ragac wamia..
Shen ver ayucheb tkblmware tkuvilebs..
Ginda moixedo sul ragac wamia
Gavlili tundac aravin mimigebs..
Cxovreba sul ragac wania..
Ar minda..vishusheb am axal tkivilebs...