მას შემდეგ,უფალს ბოდიშებს ვუხდი...
უსიხარულო დღეების თმენა
მიწევდა, თან უშენობას ვწუხდი.
სიბერის პირზე რა შემრჩა ხელში?
რაც ვეწამე და რაც მოვითმინე.
თვალთა ნათება, დამირჩი ბნელში,
თან დავბრმავდი და თან მოვიწყინე.
ფანჯრის დაორთქლილ მინაზე, წერილს,
გიტოვებ ღამით, რომ დილით ნახო,
მერე, მთელი დღე პასუხებს ველი,
ჩემო შვებავ და გულისკარნახო.
ძნელია შენი გულით ტარება,
იოლი - ღამის სიზმრად მიგიღო...
ჩემო წვიმავ და გამოდარებავ,
ჩემთა ბაგეთა ცელქო ღიმილო.
ჯობდა წარსულში არ დამრჩენოდი...
ეგ გული, ჩემი ავგაროზია...
ახლა რომ გითხრა, როგორ გელოდი,
არ დაიჯერებ, რაღა დროსია...
რწმენა პირველი დაგირჩეს ბოლოდ,
აღარ დაიწყო ახლის ძიება.
სიამოვნება ის არის მხოლოდ,
რასაც თან არ სდევს მონანიება...
***********************************
07.09.13. kaxa dolidze.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1