სევდაში ჩაკრული თვალებით,
ასეთი მიწამე რა მოხდა?!
მიმქრალი ოცნების ალებით...
ასეთი დამხატე რა მოხდა?!
არ მერგო თუკი სხვა ფერები,
სიხარულს წუხილი აღმოხდა-
მიწამლე მზრუნველი ხელებით!
გიყვარდე ასეთი ბავშური,
შეშლილი ცხოვრების რითმებით,
დაღლილი იმედის ნაჟური,
შემკრთალი წარსულის ფიქრებით...
არ ვჩემობ ხასიათს ჩემებურს,
ბედად მყვა ბუნება ასეთი,
ვერ ვსწავლობ სიმშვიდეს შენებურს,
არა მაქვს ნიღაბი არცერთი...
თუ შეძლებ უნიღბოდ გიყვარდე?!
დარდისგან დაღლილი თვალებით,
თუ შეძლებ ასეთი მიდარდე,
ოცნების,სიცოცხილის ვალებით...
ვაბარებ ცხოვრებას გაკვეთილს,
დრომ იქნებ გამყაროს სევდისგან,
არ მათბობს მზე გრძნობა აღკვეთილს,
სიმშვიდე წართმეულს ბედისგან...
არა მაქვს სავალი სხვაგვარი,
ლოდინში რა ხანი გამოხდა?!
მიმიღე,ჩემფერი,ამგვარი
ასეთი გიყვარდე რა მოხდა?!
თეონა კიკვაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8
Shemogviertdit, gogonebi.info,moiwvie
megobrebic,gaerte da ixalise chevntan
ertad,aq gvaqvs,live chati,video
galerea,fotokonkursebi,viqtorina,shegizliat
daamatot gamokitxvebi,gvaqvs
tamashebi,,es gzavnili ar washalot,rata
yvelam naxos,gfaravdet ufali.