
სადარდებელი ჩემიც მეყოფა,
მე თვითონ შევცვლი ჩემ სავალ ბილიკს,
ეშმაკი გზად თუ გადამეღობა.
ვერ შემაშინებს სახე ცბიერი,
ყალბი ღიმილი გულს ვერ მიქონავს,
იმაზე უფრო მე ვარ ძლიერი,
შენ რომ ფიქრობდი, შენ რომ გეგონა.
ჩამოვუქროლებ ყველას კარდაკარ
და სიყვარულით ჩემ გულს დავტოვებ,
მერე რა მოხდა, მტკივა ხან და ხან,
ვიცი, უფალი არ მიმატოვებს.
ცხრაჯერ დაცემულს, ცხრავე საყრდენი
უფლის გაწვდილი ხელები დამხვდა,
ცრემლი მდენია თვალზე რამდენი,
სახეს კი მაინც ღიმილით ვხატავ.
ნუ შეეცდები ჩემ დაჩოქებას,
მე მხოლოდ ხატებს ვუჩოქებ კრძალვით,
არა მჩვევია მოთქმა-გოდება,
არც პირფერული ღიმილი ძალმიძს.
ცხელ ნაკვერჩხალზე ნუ გამატარებ,
მე არ მაშინებს ნანთები ცეცხლი,
ამ მკერდით სუფთა გულს დავატარებ,
დრო და ჟამთაცვლაც ვერასდროს შეცვლის.
ნუ დამიმატებ ტკივილზე ტკივილს,
სადარდებელი ჩემიც მეყოფა,
მე თვითონ შევცვლი ჩემ სავალ ბილიკს,
ეშმაკი გზად თუ გადამეღობა.
მარინა ყიფიანი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9