ადამიანს დღეს პოვნა უნდა... ვინც რომ უთქმელად მიგიხვდება დარდს და სიმართლეს... ვისაც გულამდე ეყვარება შენი სიცოცხლე, ჭირსაც და ლხინსაც შენთან ერთად გაიზიარებს.. ის შენთან ერთად ყველა გზაზე უნდა სუნთქავდეს და გულისცემას შენთან ერთად უნდა უსმენდეს... ყოველ დილას და ყოველ წუთსაც შენით იწყებდეს და შენთან ერთად ეს სიცოცხლე უნდა უყვარდეს... შენს სულს რომ ჩაწვდეს, თავის სულსაც რომ დაგანახებს... გულს რომ გაიყოფს და ნახევარს შენთვის დაითვლის..და თუნდაც ასე გაუყვება სიკვდილის ბილიკს, დაუფიქრებლად შენთან ერთად...მასაც გაივლის. . მე ასეთს ვნატრობ, ისეთივეს, როგორიც მეც ვარ... რადგან უფლისგან, თვითონ დამყვა სულის სიკეთეც მე არასოდეს არ ვინატრებ ბევრს და სხვაზე მეტს, ეს სამყაროა,რომელიც რომ ამ გზას მინათებს... რა შემიძლია? რა არსებობს ამაზე მეტი, ნუთუ ცოტაა დღემდე ის რაც ნათელ გზებს ეძებს... ბედნიერებად... იმას უნდა ერგოს ეს წილად, იმ ადამიანს ვინც რომ ამდენს დაიმსახურებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3