ისეც ყველაფერი თვალებში წერია,
რას იზავ, ყოველთვის არ ხდება ოცნება
რას იზავ ცხოვრება თუ ასე ძნელია.
ნუ მეტყვი რომ თითქოს იძინებ წამებით
მაინც ვერ გაშინებს წვიმები ივნისის,
ვიცი, ამ ყველაფერს ვერ მალავს თვალები
მე ვიცი, შენ იცი, აბა სხვამ ვინ იცის.
არ მინდა სიტყვებით ნათქვამი სიმართლე
ისეც ყველაფერი გეტყობა თვალებში,
და თუ შემოდგომის მზე ისევ ინათებს
არასდროს დარჩები ცხოვერებას ვალებში.
ნუ მეტყვი რომ თითქოს ცხოვრება დამთავრდა
თუ მისი საწყისის ჯერ არა იცი რა ,
რომ თითქოს ლულიდან ის ტყვია გავარდა
მაგ გულმა სამიზნედ რომ ვერ აიცილა.
ნუ მეტყვი რომ თითქოს რთულია ცხოვება
რომ სველი თვალებით უყურებ ალიონს,
ვიცი რომ წარსულის გახრჩობს მოგონება
მისი სადრეგრძელო რომ არვინ დალიოს.
ნუ მეტყვი შენს წარსულს, მე ისეც მივხვდები
იმასაც ნუ მეტყვი რომ ისევ ინათებს,
და როცა ჩემამდე მოგიყვანს ფიქრები
ლამაზი თვალები მეტყვიან სიმართლეს


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5