და ცას გაჩუქებ ამ ქვეყნად ჩემს წილს
სიტყვებს შეგიკრავ კონებად გრძნობის
და ამ გრძნობაზე დაწერენ ერთ წიგნს
ისტორიაში დავტოვებ სახელს
რომ მე მიყვარხარ განსხვავებულად
გალაქტიონს ხომ უყვარდა მერი
და დადიოდა გზააბნეულად
ჯულიეტას და რომეოს გრძნობა
ისტორიაში დარჩა სიწმინდეთ
თავი გასწირეს სიყვარულისთვის
და მათი ცოდვით ჩვენ წარვიწყმინდეთ
სიყვარული ხომ დავად ღმერთია
მაგრამ ოდესრაც ღმერთიც გაყიდეს
ისევე როგორც გულწრფელი გრძნობა
ტყუილებით და ბოღმით გაცვითეს
დღეს მე მაქვს გრძნობა სხვას კი აქვს ფული
მაშ სიყვარული წილად მისია
და დღეს ის ქალი მე რომ გულში მყავს
ჩემთან არ არის დღეს ის სხვისია
მე ვჩუქნი ლექსებს გრძნობების კონას
სხვა კი აჩუქებს ძვირფას ყვავილებს
და ის აირჩევს ყვავილის კონას
ჩემი ლექსი კი სულ არ აფიქრებს
მე ყვავილებით მოუწნავ ბეჭედს
და მას შევაბავ გრძნობით თითებზე
სხვა კი ბრილიანტს აჩუქებს მერე
დაუწყებს თხრობას ბინძურ ფიქრებზე
და რა მოხდება?? ის მას გაყვება....
მე მიმატოვებს გზაში უღმერთოდ
იქვე მომიგდებს ლექსების კრებულს
მეტყვის ჩემს წასვლას შეხვდი უცრემლოდ
სიყვარულს მარხავს ბინძური ფული
ერთგულება კი გახდა სირცხვილი
ისევე როგორც ერთ დროს უფლისას
სიწმინდეს უწყო ხალხმა სიცილი
30 ვერცხლად გაყიდეს ღმერთი
მე ვინ დამინდობს უბრალოდ მოკვდავს
იესო ხალხმა გააკრა ჯვარზე
მე კი ეს გრძნობა ისედაც მომკლავს
იესო აღსგა მკვთრედით ვერ მოკლეს
მაშინ იწამეს მისი სიწმინდე
მე კი დავრჩები უკვდავი მკვდარი
და გრძნობის მადლიც სულ წარვიწყმინდე
ფულზე გაცვალეს წმინდა გრძნობები
და ჩემი გრძნობაც მოკლეს უღმერთოდ
შემდეგ კი მითხრეს რომ მის დაკარგვას
თურმე რომ უნდა შევხვდე უცრემლოდ....
სიყვარული ხომ დავად ღმერთია
მაგრამ ოდესრაც ღმერთიც გაყიდეს
ფულიზე გაცვალეს გულწრფელი გრძნობა
და სიყვარული ფეხ ქვეშ გაცვითეს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7
sityvebia sulhi chamwvdomi