მასში არის რაღაც, რასაც სხვა ვერავისში ხედავ… ერთმანეთის პოვნაში ხშირად ბევრი რამ გვიშლის ხელს, ხან საჭირო დრო არ არის, ხან -საჭირო ადგილი!!! ხან ვპოულობთ ერთმანეთს და მერე სიამაყის, სიმხდალის, შეცდომების გამო ვკარგავთ! ხშირად ვოცნებობთ ვიღაც იდეალურზე, მაგრამ ოცნებას იმედგაცრუება ანაცვლებს, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ… ბევრი ცხოვრობს უაზრო მოლოდინით, რომ ერთ დღესაც ვიღაც გამოჩნდება და ყველაფერს შეიცვლება. მე კი მგონია,რომ ჭკვიანი ხალხი არასოდეს ელოდება უბრალოდ „ვიღაცას“, ყოველთვის იცის „ვინ“ უნდა მოვიდეს, ვის მისცეს ნება დარჩეს მის სიახლოვეს… ყოველთვის იპოვი უკეთესზე უკეთესს, ლამაზზე ლამაზს, ჭკვიანზე ჭკვიანს, მაგრამ იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელიც დაგაფასებს,პატივს გცემს,მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ… ესმის შენი დუმილი და ამიტომ, ყველაზე უკეთ ის გაიგებს შენს საუბარს! -თვალებში რომ ჩახედავ და რომ იცი,ისწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი; ის, ვინც არავის არ ჰგავს!.. და სწორედ მაშინ,როცა იპოვი ასეთ ადამიანს, რომელიც ბოლომდე გაგიგებს და უყვარხარ იმისთვის, ვინც ხარ, მაგრად უნდა ჩასჭიდო ხელი და აღარასდროს გაუშვა… რადგან მას თუ გაუშვებ, მასთან ერთად შენი ბედნიერების შანსიც წავა… და ბოლოს, ბედნიერება ძალიან ახლოსაა ხშირად, ჩვენ რომ არ ვეძებდეთ შორს...!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5