რა ვქნა, თუ ასაკის მე არ მეშინია?
დრო თუ მე ვერ მჩაგრავს, გთხოვთ ნუ გაიკვირვებთ,
ან და სიყვარული, კვლავ, რომ შემიძლია,
ქვიშის საათიდან ქვიშა იფანტება
და დრო უკან მიდის, წამებს ვერ ითვლიან,
სუნთქვის საფასური, მე მათ ჩავუთვალე,
დროის კარიბჭესთან ისევ რომ მიცდიან,
მინდა ბედნიერი, კიდევ, ბევრჯერ ვიყო,
ვიცი, რომ ვიქნები, ხელს ვერ შემიშლიან,
ისევ ის გოგო ვარ ადრე რომ ვიყავი,
ჩემში არაფერი მე არ შემიცვლია,
ვიცი, კიდევ ბევრჯერ, შემშლის სიყვარული
და ამ გადარევის სულ არ მეშინია,
გული მოვიპარე, კოცნა ავართვი და
მივხვდი, რომ ის ჩემზე, უფრო შეშლილია,
ახლა დამიტირეთ, თუ არ გეზარებათ,
რადგან, ამ სიგიჟით, შეშლა შემიძლია,
ჩემი ჰორიზონტი, თქვენთვის უცნობია,
მე კი ვუბრუნდები, ტალღებს, რომ მიცდიან...
10.12.15.
/ქეთი ალასანია/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3