
ნაწყენია ცოცხზე
ლეკვი, ბუთქუჩელა,
გუშინდელი წყენა
ვეღარ მოინელა.
- ბებოს ფაჩუჩებთან
მქონდა გუშინ ომი,
ერთი მგელი იყო,
მეორე კი - ლომი.
ჩემი ვალი არის,
რომ დავიცვა სახლი,
ვათრევდი და ვგლეჯდი,
როგორც დიდი ძაღლი.
გამიბრაზდა ბებო,
შენი თავი მომცხო,
მისი მესმის, მაგრამ
შენ რას მერჩი ცოცხო?


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3