ვკვდები-თქო,- ცრემლებით ვამბობდი... ხმა ვერ მოგაწვდინეთ გულამდის... ქვეყნის უგულოებას ვდარდობდი.... სხეულია არა და...სული მტკივა-მეთქი,- რამდენჯერ წამოჩოქილს წამომცდა... თუ კი უფასებელ ფასით შეგაფასეთ.... მითხარ, ადამიანო, რა მოხდა?!.... გულში სიყვარულით ჩაგიხუტეთ, სითბო უანგაროდ გაჩუქეთ.... რატომ გამითელეთ სული უწმინდესი..??? რატომ, გრძნობა,-თოთო ჩვილი, გაჭუჭყეთ...??? ახლა მარტო ვრჩები ჩემთვის...განდე გილი... ახლა სიბნელეა გარშემო... ნეტა სიბრმავისგან თვალი გაახილოთ და თქვენგან გათელილი გული გაჩვენოთ.... ახლა მარტოობამ შემიკედლა... ანდა რა ცივია, ოხერი.... გულის ზღვას მეტი ცრემლი ემატება... ჰოო..დავგმე მე წამის სოფელი.... ვერ ვყევი დროის დინებას, ვერ დავმორჩილდი "კანონებს"... მე, თქვენი არსი ამ ქვეყნად, შეუფასებელ ფასად ავწონე.... ღამე გულზე მახვევს მარწუხებს... თურმე ცხოვრება მას უტევს, ვისაც ადამიანობა აწუხებს... ვინც ბნელს სინათლით ასუსტებს.... განვდექი წამის სოფლიდან, წამად მოსული სტუმარი... მე სიმარტოვემ მიშვილა... განდეგილი ვარ...უბარი.... ჩუმად ვარ...ფიქრებში ვხმაურობ... მე ვემტერები ჩემვე თავს... მეტად ღამდება მიწურში... არ ვიცი, გამითენდება თუ კი ხვალ... განდეგილი ვარ, ცოდვილი... ვსუნთქავ, ვით ხმელი ფოთოლი.... ვინ თქვა,- ბოროტი მარცხდება...? სიცოცხლე მოთქვამს, ობოლი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3