
როგორ მენატრები, მეგობარო,
მერე რა, თუკი სულ ვერ გხედავ...
რამდენჯერ მიფიქრია - "ჩემო თავო,
რამხელა სიხარული დაგებედა."
როგორ მეკარგები, მეგობარო,
დრომ, რომ სხვა სივრცეში მოგვამწყვდია...
გხედავ, გული მტკივა, ჩემო კარგო,
წლები, როგორ უცებ მოგპარვია...
ცხოვრებამ ასე იცის, უცაბედად,
გზები დროებითად გადიკვრება...
მერე გაიყრება, ორი ერთად,
ვინ თქვას, თუ ეს ორი, სად იქნება?!
რამდენ ადამიანს გაუვლია,
რამდენი გაივლის ჩვენ ბილიკებს...
მათ რომ ყვავილები დაუყრიათ,
ახლა, იმ ყვავილებს, სული მიკრეფს...
მაგრამ შენ ბილიკებს სხვა ვერ ივლის,
ყველას თავის გზა აქვს გასავლელი;
როგორც დეკემბერს და შუა ივლისს,
თავის დღეები აქვთ დასათვლელი....
ხედავ?! ჩვენი გზები გაყრილია,
ერთ დროს, მხარდამხარ რომ მიდიოდა...
ახლა, არც პირველი აპრილია
და არც შეიძლება მეტის მოცდა...
როგორ მენატრები, მეგობარო,
მერე რა, თუკი სულ ვერ გხედავ...
რამდენჯერ მიფიქრია - "ჩემო თავო,
რამხელა სიყვარული დაგებედა."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2