Предыдущая публикация
დავეძებდი სიყვარულის სურნელს,
ყვავილები ჩემი დარდით დაიღალნენ,
უყვარხარო ნუღარ გვაცლი ფურცლებს!
არ მჯეროდა მე იმ ანცი გვირილების,
ვამოწმებდი ისევ ფურცელ-ფურცელ
და რჩებოდა ყვავილისგან ღიმილები,
ალბათ გულში მეძახოდნენ სულელს!
რა იცოდნენ ჩემი ბედი ყვავილებმა?!
არ ვაცლიდი გაზაფხულზე სუნთქვას,
აღარ მინდა უკვე მათგან დამშვიდება,
რადგან დარდი დაივიწყა გულმა.
ნუ გამირბით გვირილებო გავიზარდე,
ჩაიარა უკვე ბევრმა წელმა,
არ შეშინდეთ თუ კი სადმე დამინახეთ,
რომ ვუყვარვარ მე ისედაც მჯერა!
თეონა კიკვაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4