მიამბე ყოველი მითხარი მიზეზი, აქ რისთვის მოხვედი-მიყვარს, ღმერთო-და იმას, შვილო?-არა, ღმერთო-იქნება სხვას ითხოვს? -არა, ღმერთო, არავის არ ითხოვს ვერ მიღებს გულის კარს და შველას მე ვითხოვ-რას ფიქრობ, რა გინდა?-სიცოცხლე, ღმერთო სიცოცხლე მისთვის და... კვლავ მისთვის,ღმერთო-და რას გრძნობ შენს გულში?-სიყვარულს, ღმერთო, და კიდევ...საოცრად, საოცრად დიდ ტკივილს ვნატრობ და ვერ ვიხდენ და ასე, კვლავ ვიცდი-რას ამბობს გრძნობაზე?-არაფერს, ღმერთო არ იმჩნევს, არ უნდა სრულად რომ უარმყოს-თვალებით რას ამბობს? -არ მესმის, არ ვიცი როდესაც ვუყურებ, მამუნჯებს თვალები ვიღლები, ღმერთო, ამაო წვალებით-რა მოგცა ამ გრძნობამ?-სიცოცხლე, ღმერთო მამღერა გრძნობებით, პოეტად მაქცია თუმცა კი ტკივილიც საკმაოდ მაწვნია-გახსოვარ? ლოცულობ?-ყოველღამ, ღმერთო ტირილი, ვედრება , არ გესმის,ღმერთო?-ჰო, შვილო, სულ მესმის, მე შენი ვედრება ვიცი, რომ შენ ჩემთან კითხვები გექნება -რაღა ვქნა არ ვიცი, იმედი გამიქრა რას ველი არ ვიცი, ოცნება გამიცვდა რა გკითხო არ ვიცი, სათქმელი წამიხდა-რას ელი, არ იცი? -სასწაულს, ღმერთო-რას ნატრობ ამ წუთას?-მის თვალებს, ღმერთო-რად გიყვარს თვალები?-წმინდა აქვს, ღმერთო სულს ვხედავ თვალებში წმინდა სულს, ღმერთო-ირწმუნე ოცნების?-ვირწმუნე, ღმერთო-იბრძოლე გრძნობისთვის?-ვიბრძოლე, ღმერთო-ლოცულობ მის გამო? -ყოველღამ, ღმერთო-არაფრის აღარ გწამს?-შენ გარდა, ღმერთო-გულის ხმას მიყვები?-ყოველთვის, ღმერთო-გიყვარს და გჭირდება? -ძალიან, ღმერთო-მომყევი, ირწმუნე, განაგრძე,იბრძოლე-მოგყვები, განვაგრძნობ,ვიბრძოლებ,ღმერთო


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев