ისე იყოს როგორც გვინდოდა,
ჩვენი ლამაზი ქოხი გვქონდეს სადმე,ტყის გულში,
ეზო გვირილებს მოექარგოს,იქვე თუთის ხეც
იდგეს და ჩვენი საქანელაც,ორივეს ერთად დაუღლელად
გვაქანავებდეს.
რა მოხდებოდა...იასამნის ხეც გვედგას დიდი,
და გააპრილდეს სულ პირველად იასამნისფრად,
ეზოში სადაც გაზაფხული თოვასაც უყვარს
და ფიფქები ჰგავს მოფრიალე ტყემლის ყვავილებს...
და ჩვენი ქოხი,მოქარგული ცისარტყელებით,
სულ პაწაწინა ბუხარი და სითბოდაღვრილი
გაღიმება ნარინჯის ცეცხლის...
ცეცხლიდან ახლოს რომელიმე ცხოველის ტყავზე,
მე ვიჯდე ჩუმად,შენს კალთაში,რომ მედოს თავი,
შენ კითხულობდე რომელიმე გერმანელ მწერალს...
ან სულ ერთია კითხულობდე თუნდაც სონეტებს.
რა მოხდებოდა...გვქონოდა ჩვენი პატარა სივრცე
და შენ–მე იყო,ანუ მე–შენ, ანუ ერთი და....
რა მოხდებოდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6