ინგრედიენტები:
ფქვილი 600 გ
რძე 200 მლ
ზეთი 1 ს.კ
საფუარი 12 გ
შაქარი 1 ჩ.კ
კვერცხი 1
მარილი 1 ჩ.კ
ერთი ხაჭაპურისთვის:
მზა ცომი 200 გ
გახეხილი ყველი 180 გ
კვერცხი 3
კარაქი 20 გ
ავურიოთ ფქვილში საფუარი, შაქარი და მარილი და დავასხათ რძე, მოვზილოთ ნაზი ცომი და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვალად.
შემოვახვიოთ ორივე მხრიდან და წვეროები შევუკრათ, მივცეთ ნავის ფორმა (იხილეთ ფოტო)
წავუსვათ ამ ნავებს კვერცხის გული.
ყველს დავამატოთ ერთი კვერცხი და ეს მასა გავანაწილოთ ნავის ფორმაში.
შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ცოტა რომ შეწითლდება გამოვიღოთ ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გავაკეთოთ ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხი მოვათავსოთ, შევაბრუნოთ ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება.
გამომცხვარი ხაჭაპური გამოვიღოთ ღუმელიდან, დავადოთ ზემოდან კარაქის ნაჭერი და მივირთვათ გემრიელად.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9