
ზერიფე ანთაძე, პირადობის მოწმობის თანახმად, 113 წლისაა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, 115 წელი დეკემბერში შეასრულა.
დაზუსტებული ინფორმაციით, ქალბატონი ზერიფე საქართველოს უხუცესი ქალბატონია.
ზერიფე ბებოს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს, თუმცა წუხს, რომ თავს ისე ვერ გრძნობს, როგორც 50 წლის წინ.
გაგვიმხილა, რომ სათვალე არასდროს გაუკეთებია. ისიც გვითხრა, რომ მაკიაჟსაც არ სწყალობს და არც
ზედმეტად გადაპრანჭული ქალები მოსწონს.
113 წლის ქალბატონის შთამომავლობა მრავალრიცხოვანია. ორი შვილის "ნაგრამი" - შვილიშვილების და შვილისშვილის შვილიშვილების რაოდენობა 55-ს აღწევს. ზეფირა ბებომ ყველა მათგანის სახელი ახსოვს და მასთან მისულებს შოკოლადებითაც უმასპინძლდება.
გვიყვება, რომ როგორც შვილიშვილებს, ასევე შვილისშვილისშვილებს აჭარული კერძების მომზადება თავად ასწავლა.
- ბაქლავის მომზადებაც ვასწავლე, ტოლმისაც და აჩმისაც. პატარა გოგოს ყველაზე უკეთ გამოდის, - ამბობს ჩვენთან საუბრისას უხუცესი რესპონდენტი.
"გურია ნიუსთან" იმ დროს იხსენებს, როცა ღორჯომში ცხოვრობდა და ზოტში მცხოვრები ახალგაზრდა შეუყვარდა:
- 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ჩემს მშობლებს სხვაზე უნდა გავეთხოვებინე, თუმცა, ჩემი ქმარი მეზობელთან ვნახე, ზოტიდან იყო ჩამოსული. ჩუმად ვხდებოდით და მერე გაპარვა გადავწყვიტეთ. გაზაფხული იყო და ზოტში, ღორჯომიდან ფეხით წამოვედით, - ცხოვრების ყველაზე კარგ მოგონებებს იხსენებს ქალბატონი ზერიფე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 15