Предыдущая публикация
რადგან მე მოხუცი უფრორე მიყვარხარ,
დროს მინდა მოვკითხო პასუხი ასაკზე,
დროს მინდა მოვკითხო, შენ ახლა ვინა ხარ ?!
მე შენში ზამთარი უფრორე მამშვიდებს,
არ ვეძებ სხვის ზაფხულს და გრძნობას შეფერილს,
დღეს მეტად მომინდა ვუყურო შენს თვალებს,
წარსულში ჩარჩენილს, ფიფქივით შევერცხლილს.
მე შენში დავტოვე ოცნება წასვლამდე,
ოცნებას სიკვდილის დაპყრობის ძალა აქვს,
მე შენი ეგ სული ძალიან მაფიქრებს,
მაფიქრებს, მატკიებს დღეს მძიმედ რომ დაგაქვს.
მე ახლა ის უფრო, ის უფრო მაოცებს,
რომ შიში გამიქრა დღეს შენი დაკარგვის,
მე შენში არ ვითვლი ჭაღარებს, ნაოჭებს,
რადგან მე ოდესღაც ,, ცხოვრება ,, დაგარქვი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1