ვიცი,რომ ოდესმე ჩვენ სადღაც შევხვდებით, მე მხრებზე მოგახვევ ჩემს სითბოს ბავშვურად, არაფერს არ გკითხავ,არც ვითხოვ არაფერს, უბრალოდ სულ შენთან მსურდა და ასრულდა. უბრალოდ თვალებით გეტყვი,რომ მციოდა, რომ ბევრჯერ ვიჩხუბე საკუთარ წარსულთან, რომ ბევრჯერ წვიმაში უაზროდ გეძებე, ხმამაღლა ვიტირე - იქნება დაბრუნდა?!... რამდენი გზადაგზა გიგროვე ღიმილი, უშენოდ აპრილში იებიც გახუნდა, არასდროს ვყოფილვარ მეც თითქოს პატარა, ბავშვობა სადღაც შორს,მთის მიღმა ჩასულა
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 1
მე მხრებზე მოგახვევ ჩემს სითბოს ბავშვურად,
არაფერს არ გკითხავ,არც ვითხოვ არაფერს,
უბრალოდ სულ შენთან მსურდა და ასრულდა.
უბრალოდ თვალებით გეტყვი,რომ მციოდა,
რომ ბევრჯერ ვიჩხუბე საკუთარ წარსულთან,
რომ ბევრჯერ წვიმაში უაზროდ გეძებე,
ხმამაღლა ვიტირე - იქნება დაბრუნდა?!...
რამდენი გზადაგზა გიგროვე ღიმილი,
უშენოდ აპრილში იებიც გახუნდა,
არასდროს ვყოფილვარ მეც თითქოს პატარა,
ბავშვობა სადღაც შორს,მთის მიღმა ჩასულა