
- ორგანიზმში მიმდინარე ყველა ის ბიოფიზიკური მოვლენა, რომელსაც ადრე, მეცნიერის რანგში შევისწავლიდი და ვაკვირდებოდი, ახლა ჩემში მიმდინარეობს. უკვე 34 წელია უმოძრაოდ ვარ, და აღარც მახსოვს, როგორი ვიყავი ავტოსაგზაო შემთხვევამდე ».
ბიოფიზიკოსი, პროფესორი დავით შარვაშიძე სწავლობდა და ასწავლიდა მოსკოვში. მისი ცხოვრების ბევრს შეშურდებოდა, 30 წლის ასაკში მოლეკულარული ბიოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი და ახალგაზრდა ლექტორი იყო!
სიყვარულში არ გაუმართლა–მისმარჩეულმა მისი გრძნობა უპასუხოდ დატოვა, ბატონ დავითს ოჯახი არ შეუქმნია და შვილებიც არ ჰყავს.
90-იან წლებში სამშობლოში დაბრუნდა, ეს რთული წლები იყო: არც შუქი, არც გათბობა, არც საჭმელი, სამეცნიერო მოღვაწეობაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. თავი რომ ერჩინა, რეპეტიტორად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში დიდი უბედურება გადაიტანა- ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა და ხერხემალი დაიზიანა.
სიარულის სწავლა თავიდან თავიდან მოუწია, მაგრამ სახლთან სეირნობისას, კიდევ ერთხელ დაარტყა მანქანამ. ამ შემთხვევამ, დავითი სამუდამოდ მიაჯაჭვა უნარშეზღუდულთა ეტლს.
«უკვე 34 წელია უმოძრაოდ ვარ, და აღარც მახსოვს, როგორი ვიყავი ავტოსაგზაო შემთხვევამდე», - ამბობს ბატონი დავითი.
როდესაც ის «სოციალური პარტნიორობის“ თანამშრომლებმა გაიცნეს, მისი ეტლი მწყობრიდან იყო გამოსული, ბორბლების მექანიზმი ჰქონდა დაზიანებული.
ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ ბატონი დავითისთვის უნარშეზღდუდულთათვის განკუთვნილი ახალი ეტლის შესაძენად თანხის შეგროვების შესახებ გამოაცხადა, რის შემდეგაც ანგარიშზე 475 ლარი ჩაირიცხა, ამ თანხით მას ახალი ეტლი, მედიკამენტები, პროდუქტები შეუძინეს და კომუნალური გადასახადებები გადაუხადეს. ასევე, ფონდმა მას საკუთარი სახსრებით ახალი ტელევიზორი შეუძინა.
ბატონი დავითისთვის ყოველი ადამიანის თანადგომა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა და ის დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მისი მდგომარეობა! მოდით, ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვოთ მას!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3