ტირილით ვიჯერო გული.
მოგიყვე რა მტკივა,ვიცი შენ გაიგებ,
მიხვდები სად,რა მაქვს წყლული...
გულში ისევ ისე ჩამიკრა,როგორც ადრე..
პატარას მიხუტებდი ალბათ.
და ისევ ისე ჩუმად,ყურში ჩამჩურჩულო
–იქნება ყველაფერი კარგად!
ისევ,რომ მომიყვე ზრაპრები ბეკეკებზე,
თბილი დასასრულით ბოლოს.
ღმერთო!ნეტავ ერთხელ,რომ გადამაქცევდე
დედას იმ პატარა გოგოდ...
მხოლოდ,მხოლოდ ერთხელ ჩვილი,დაუცველი
ისევ დამაძინა მასთან.
ღამით ძილ დამფრთხალი,მშვიდი იავნანით
უკან დამაბრუნოს ცასთან...
ნეტავ ერთხელ,ერთხელ ხელში ავეყვანე,
რომ შემოვეხვიო ყელზე....
ვუთხრა ,არც ნაყინი და არც შოკოლადი
არ მიყვარს მე მეტად შენზე.
თუმცა ყველაფერი აწმყოს ემსგავსება
ქრება ოცნებების რგოლი...
მე ვერ გაგიმეტებ ჩემი ტკივილისთვის
მიჯობს ჩუმად მოვკვდე მგონი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3