ისე როგორც უბრალო კაცთან...
ან ისე როგორც ოცნებებში მომიგონია . . .
უნდა იცოდე როცა მოხვალ, გაგიშვებ არსად
ჩემთვის მეტია სიყვარული, ვიდრე გგონია.
მაინც არ მჯერა,უანგარო შემორჩა ვინმე?
აქ ხომ ყოველთვის უყურებენ, ვის რა ქონია . . .
რაღაც ეტაპზე უნდა დასვა ხანდახან მძიმე
გადაიკითხო დაწერილი, რადგან შორია. . .
განა არ არის სიყვარული, ბევრ სხვაზე მეტი?...
მაგრამ ფიქრებს და მონატრებას ისე წონიან,
როგორც დახლებზე, დამპალ ატამს აკლია ერთი
სიცოცხლის შემდეგ წასაღები ვის რა გქონიათ. . .
ამიტომ კიდევ გიმეორებ, მომყვებით მადამ? ...
შანსი ნამდვილი მონატრების არც თუ შორია.
მე კი სუნთქვამდე შეგიყვარებთ გულამდე, მაგრამ
ასეთი მაინც აღარავინ დარჩით მგონია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2