ნანობ, რომ არ გაგიჟდი,
როცა შეგეძლო.
რა უხერხულია, იყო ასე ჯანმრთელი,
რა სირცხვილია, იყო ასე ნორმალური.
დანაშაულია, იყო ასე გადარჩენილი.
სიმახინჯეა, იყო ჯერაც უსირცხვილოდ ცოცხალი.
და ხან ისეთი დღეები გადაებმება,
წევხარ,
როგორც გასროლა,
რომელიც გადაიფიქრეს.
როგორც ამბავი, რომელიც არ მოხდა.
წევხარ,
თითქოს მკვდარი ხარ,
ჩამოგტირიან, გაცოცხლდიო,
შენ კი უბრალოდ გეზარება,
და გულზე გადაგდიან დღეები,
კბილებს შორის რომ გამოსცრა ცხოვრებამ.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев