სტიქიაა პირველები მირბიან,სტიქიის ადგილას...მათ ვერასდროს ნახავთ დინჯად მოსიარულეებს,ყოველთვის ეჩქარებათ და ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ...მე არ ვიცი ამ ადამიანების „ვალიდა“ როდის ამოვალთ,როდის ვეტყვით მადლობას,როდის ჩავეხუტებით,როდის დავუდგებით გვერდით ისე როგორც იმსახურებენ...როდის დავაფასებთ სათანადოდ...მე არ ვიცი როგორ იტევთ ამდენ ადამიანის სიყვარულს „პატარა“ გულებში,როგორ შეძელით ასე ყველას შეყვარება?როგორ გვწირავთ სიცოცხლეს მაშინ როცა ჩვენ „დაუდევრად“ გექცევით და არასოდეს გიხდით მადლობას, თავგანწირვისთვის...ცუდი ადამიანები არ ვართ ქართველი სამოქალაქო ხალხი ბიჭებო, უბრალოდ არ გვასწავლეს ბავშვობიდან თქვენი სიყვარული...არავის უთქვამს ჩვენთვის რომ თქვენ იყავი და იქნებით მუდამ ერთადერთი საიმედო „ხიდი“ რომელიც არასდროს „ჩაიმტვრევა“ და ყველანაირ სიმძიმეს გაუძლებს, გიყურებთ და გული სიამაყით მევსება,ასე ცოტანი რომ ხართ და ასე გულადები...ჩემო „ჯვარდამძიმებულო“ ბიჭებო,ჩემო თბილო ბიჭებო...რა ბედნიერება თქვენი არსებობა, როდესაც ჩვენ სამოქალაქო ხალხმა ვიცით რომ მფარველი ანგელოზების გარდა კიდევ გვყავს „ანგელოზეები“ რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან და არასოდეს ითხოვენ ჩვენგან არაფერს, ერთხელ არ გვეტყვიან ზედმეტს, ერთხელ არ გვისაყვედურებენ...პირიქით,როდესაც აქებ,ისე წითლდებიან და თავს ისე ხრიან ადამიანს სურვილი გიჩნდება მიხვიდე და უბრალოდ ჩაეხუტო...ჩაეხუტო და ეფერო...როგორც ძმას,მამას,ან უბრალოდ ახლობელს...გაუღიმო და უთხრა: მე თქვენით ვარ ძლიერი...მე თქვენ იმედზე ვარ...მე თქვენ მიმაჩნიხართ ყველაზე „მაგარ“ ბიჭებად...მე თქვენ მჭირდებით ჰაერივით...მე დაგეხმარები სამშობლოს ჯვრის ზიდვაში ოღონდ არ დამაღალატოთ...უბრალოდ სულ პატარა სიყვარული აგრძნობინეთ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებს,ისინი არაფერს ითხოვენ ჩვენგან...სიყვარული უნდათ სიყვარული და სულ ცოტა დაფასება...სულ ეს არის და ეს... მადლობა ბიჭებო...დიდი მადლობა! უფალს ებარებოდეთ ბიჭებო,მშვიდობა გქონოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს... გულში ხართ და სულს მითბობთ... მეორე სიცოცხლეც რომ მაჩუქოს უფალმა, თქვენი ვალიდან ვერ ამოვალ...გმადლობთ!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2