
ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არის საშველი...
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება, და მზიან გულზე დარდად მოწოლა
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად...
შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი,
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად, შენი ღვთიური, რძისფერი ტანი...
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რადგან მპირდები,
მე ცარიელი ვარ კალაპოტი, დაამომავსე შენი ზვირთებით...
ველური მზერით გიყვარს თამაში,ჩემს წინ ამაყად ველურად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში,შენ გაზაფხული და შემოდგომა


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев