-სიცოცხლეზე მეტად…
-მეც…
-რა მაგარია….
-ჰო…-ვუპასუხე და გულზე
ავეკარი.
თითქოს ყველაფერი კარგად
იყო. ორივენი ბედნიერები და
ლაღები ვიყავით. მე –
მსახიობი, ის – ჟურნალისტი.
ერთმანეთზე სიყვარულის
ძაფებით გადახლართულები,
ერთი სახლი, ერთი
სარეცელი, ერთი სული ორ
სხეულში… ბევრი ფული არ
გვქონდა, მაგრამ ჩვენ
გვყოფნიდა…
თეატრიდან დაღლილი
დავბრუნდი, დროზე ადრე.
აბაზანაში იყო. მაგიდაზე
ტაბლეტები ეყარა. უცნაური
სახელები ეწერა, ძნელად
წარმოსათქმელი.
-საყვარელო ეს რა
წამლებია?
-თავი გაანებე! ასე ადრე
რატომ მოხვედი?-
ცხოვრებაში პირველად
მეუხეშა და იმ წამსვე
თვალებში წყალი ჩამიდგა.
-არ გაგიხარდა?
-კი, რა თქმა უნდა ძვირფასო,
მაპატიე, -ისევ დატკბა და
ჩამეხუტა, სველი იყო და მეც
დავსველდი.
-ეს რა წამლებია?-გავუმეორე
კითხვა.
-არაფერი, ცოტას
გაგვახალისებს…
-ანუ? ნარკოტიკები?
-არა ძვირფასო,
ჩვეულებრივი წამლებია,
აფთიაქში იყიდება
ურეცეპტოდ, ვინ გაყიდის
ნარკოტიკს ასე მარტივად?
უბრალოდ დიდი დოზა
ცოტას გაგვახალისებს, –
მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-ვინ გასწავლა?
-არავინ!
-მე არ მინდა!
-კარგი მარტო დავლევ, მე
მეტი შემხვდება…
-არც ის მინდა შენ რომ
დალიო, გადაყარე გთხოვ!
-კარგი რა ანა, როდიდან
გახდი ასეთი უმუღამო,
ერთხელ გავსინჯავთ და
მორჩება!
-არ ვიცი…
-გინდა თუ არა?
-თუ მთლიანად შენ უნდა
დალიო, მაშინ გამიყავი!
-ასე არ ჯობია, ახლა ისევ ჩემი
გოგო ხარ, მოდი ჩემთან, –
დივანზე დაჯდა, მეც
ნახევრად გაბრუებული
ფეხისთრევით მივუახლოვდი
და გვერდზე მივუჯექი, სველ,
ტანზე პირსახოცშემოხვეულ
ჩემს საყვარელ მამაკაცს,
რომელიც ამავდროულად
სრულიად უცხო იყო
ჩემთვის…
-10 – შენ, 10 – მე, მოსულა?
-ბევრი არაა?
-არა, -მიპასუხა, ნიკაპზე
ხელით გამეთამაშა და
შუბლზე მაკოცა.
…ჩავყლაპეთ… მალევე
მიმეძინა. სველ მამაკაცზე
მიკრულს. დილით რომ
გავიღვიძე ისევ დივანზე
ვისხედით ორივე, ორივეს
გვაგვიანდებოდა სამსახურში,
მე არც კი გამომიცვლია
სამოსი ისე გავიქეცი. მან – არ
ვიცი. გზაში რაღაც ენერგია
ვიგრძენი, დილით სანამ ყავას
არ დავლევდი აზრზე ვერ
მოვდიოდი ხოლმე, ეს კი
რაღაც ახალი იყო. თეატრშიც
ყველაზე კარგად ვითამაშე
ჩემი როლი, იმდენად კარგად
რომ რეჟისორმა
დამაწინაურა, ახლა მე კი
აღარ ვიყავი დუბლიორი,
პირიქით, მე მყავდა
დუბლიორი. ყველაფერი
კარგად ამეწყო. მთელი
კვირა ხალისიანად
გავატარეთ. ჩემი ბიჭიც
სტატიას სტატიაზე
აქვეყნებდა.
-ანნ…
-ჰო…
-არ გინდა ერთხელ კიდევ
ვცადოთ?
-რა?
-ხომ ნახე ეს კვირა როგორი
ენერგიული და გიჟური იყო?
-რა? არა! ხომ შემპირდი რომ
მხოლოდ ერთხელ
გავაკეთებდით ამას?
-კარგი, კარგი მაპატიე…
გავბრაზდი და საწოლიდან
ავდექი.
-სად მიდიხარ?
-სამსახურში!
-ადრე არაა?
-ადრე დამიბარეს!
-კარგი, მაშინ მე ცოტას კიდევ
გავინებივრებ…
-როგორც გინდა…
ჩავიცვი და უმისამართოდ
ხეტიალი დავიწყე. სულ მის
სიტყვებზე ვფიქრობდი.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე
აფთიაქი ლანდავდა. უცებ
მომინდა მეყიდა “სიცოცხლის
ელექსირები”, მაგრამ
დილანდელი ჩხუბი
გამახსენდა და არ ვიყიდე,
თუმცა ვიტყუები, უბრალოდ
სახელი არ მახსოვდა.
სამსახურში დავრეკე და
ვუთხარი რომ ვერ
მივიდოდი. შინ დავბრუნდი.
იქ კი საოცარი სურათი
დამხვდა.
-ვიცოდი!
-ანა?-არ მელოდა, აშკარა
იყო.
-ნაბიჭვარი ხარ, ვერ გიტან!
როდიდან დაიწყე ტყუილები?
-კარგი გეყო, გპირდები რომ
ბოლოა…-წივილ-კივილი
დავიწყე, პანიკაში ჩავვარდი.
მომიახლოვდა და მკერდში
მთელი ძალით ჩამიკრა.
დავმშვიდდი.
-სულ დალიე?
-რა?
-არ დამიტოვე?
-არა…
-მაშინ წადი და მიყიდე!
-ანა…
-წადი!
-კარგი…
…კიდევ ერთი ენერგიული
კვირა…
ძალიან მივეჩვიეთ,
“ენერგიულ” კვირებს და
კვირები დღეებით
შევცვალეთ.
მერე მივხვდით რომ ეს
ტაბლეტები ზედმეტად სუსტი
იყო ჩვენთვის. დოზა
გავზარდეთ… ცოტა ხნით
გვაკმაყოფილებდა, მაგრამ
მერე – აღარ. ადამიანი ხომ
ღორივითაა, არასოდეს
არაფერი არ ჰყოფნის. მერე
ტაბლეტები უფრო ძლიერი,
სხვა ტაბლეტებით
შევცვალეთ. ბოლოს ვენაშიც
დავიწყეთ საზიზღრობების
შეყვანა. ახლა ეს ყველაფერი
სიცოცხლის ელექსირი კი არა
უბრალოდ ნარკოტიკი იყო,
ჩვენ კი – ნარკომანები!
ენერგიას აღარ გვიმატებდა,
პირიქით, გვართმევდა კიდეც.
მე ისევ “ჩამომადუბლიორეს”.
ერთხელ შინ მისულმა ვნახე
რომ ჩემი ბიჭი ტიროდა.
პირველად ვნახე.
-რა დაგემართა ძვირფასო?
-გამომაგდეს!
-ვინ?
-ანა, რა თავს იდებილებ, ვინ
გამომაგდებდა, უფროსმა!
-როგორ გაგიბედა, მაგას
თავი ვინ ჰგონია, ახლავე
მივუვარდები და თმით
ვითრევ!
-დაჯექი რა!
-რას ნიშნავს გამოგაგდო?!
-2 კვირაა არაფერი
დამიწერია, კიდევ კარგად
ითმინა.
-არაუშავს, სხვა სამსახურს
იშოვი!
-არ გესმის?
-რა უნდა მესმოდეს?
-ნარკომანი ვარ!
-მერე რა, მეც… ეგ ვისი რა
საქმეა?
-არავის უნდა რედაქციაში
ჩემნაირი…
-კარგი, დაივიწყე!
-მე მოგივლი… მიყვარხარ…
-მართლა?
-რა თქმა უნდა!
-მოდი მოვეშვათ რა…
-ჰო, მოვეშვათ… ახლა კი
დამშვიდდი და დაიძინე,
კარგი?
-კარგი…
დილით სამსახურში წავედი.
იქიდან კი აფთიაქში
გამოვიარე, როგორც
ყოველთვის…
-საყვარელო, როგორ ხარ,
დამშვიდდი?
-ცოტათი…
-დამამშვიდებლები
მოვიტანე, -ვუთხარი და
თვალი ჩავუკარი.
-კარგი რა, ხომ დამპირდი?!
-ბოლოა!
-არ მინდა, არ გვინდა რა!
-შენ თუ არ გინდა, მე მეტი
დამრჩება!
-გეყოფა, მომეცი და
გადაყარე!-მომვარდა,
მაგიდაზე დადებული
აფთიაქის პატარა თეთრი
პარკი აიღო და პირდაპირ
ფანჯრიდან მოიფრიალა.
-კარგი, თუ ასე გინდა!-
ვუთხარი და ჩავეხუტე.
-ჰო, მინდა!
რამდენიმე დღე გავძელით.
სამსახურში მივდიოდი,
ფული დავუტოვე რამე იყიდე
და მეც მალე მოვალ-მეთქი.
შემოწმებას ვუპირებდი,
მეგონა ვერ გაძლებდა და
ისევ კაიფს დაიწყებდა ჩემგან
მალულად, მაგრამ შევცდი.
შინ რომ მოვედი ერთი
კონიაკის ბოთლი და ბევრი
საჭმელი იდო მაგიდაზე.
-არ გიყიდია?
-რა?
-“ის”?
-არა, ხომ შევთანხმდით?
-ჰო!-გავექანე და შორიდანვე
ჩამოვეკიდე კისერზე, ძალიან
გამიხარდა.-კარგი ბიჭი ხარ.
-იმედია შენც კარგი გოგო
ხარ, -მაცდურად ჩამეკითხა.
-რა თქმა უნდა…
მეორე დღეს ისევ დავუტოვე
ფული და ისევ წავედი
სამსახურში. აფთიაქთან რომ
გავიარე სულმა წამძლია და
ვიყიდე ჩემი ცხოვრების
სანგრევი მასალა, ოღონდ
ამჯერად მხოლოდ ერთის
დოზა. საგრიმიოროში
ვიჯექი. ვერარ მოვითმინე და
ნემსი პირდაპირ
საგრიმიოროში გავიკეთე.
კარგად ვიგრძენი თავი.
სახლში რომ დავბრუნდი ის
მთვრალი იყო და ეძინა.
გამიხარდა, ასე ვერაფერს
მიხვდებოდა. ყოველდღე
მთვრალი მხვდებოდა, და
სულ ეძინა. ერთმანეთს
თითქმის ვეღარ ვხედავდით.
ისიც ვერ ხედავდა ჩემს
ჩაშავებულ თვალებს და ვერც
მე- მის
ჩასისხლიანებულებს.იქნებ
ასეც ჯობდა? ერთხელ
საგრიმიოროში
განავარდებული ბედმა
გამწირა. შემთხვევით
შემოსულმა რეჟისორმა, ვერ
გადამალული ნემსი დაინახა:
-დიდი ხანია ვეჭვობ…
-გთხოვ არავის უთხრა და
ბოლო იქნება…
-შენთვითონ გჯერა მაგის?
-რა თქმა უნდა…
-მე არა! თუ გინდა რომ არ
გაიგონ რატო გაგდებ,
აიბარგე და უსიტყვოდ წადი!
-გთხოვ…
-უსიტყვოდ-მეთქი!
…მეც უსამსახუროდ დავრჩი…
რა ვუთხრა ახლა “მას”?
მაშინვე მიხვდება… ჯანდაბა!
იქნებ მთვრალი დამხვდეს და
ისევ ეძინოს? მართლაც, უკვე
კარგად დასპირტულს
ღრმად ეძინა. ვერ დავიძინე…
დილით ადრე ავდექი და
ახალი სამსახურის ძებნა
დავიწყე, მისთვის არც
მითქვამს რა დამემართა.
ცოტა ფული მქონდა
გადანახული, და იმას
ვხარჯავდი, მაგრამ ლიმიტი
ამოიწურა და სამსახურშიც
არარავინ ამიყვანა. სახლში
ვერ ვიტყოდი რა მოხდა.
თანაც რომ მეთქვა რა აზრი
ჰქონდა, ერთის ნაცვლად
ორი ადამიანი
ინერვიულებდა. თანაც, მე
წამალი მჭირდებოდა,
ზედმეტად “შევჯექი”.
მეძავობა დავიწყე. ის კი
ნამდვილ, აყროლებულ
ლოთად იქცა, რომელსაც
სულ ეძინა. მეზიზღებოდა
ისიც და საკუთარი თავიც.
მაგრამ სხვა გზა არ მქონდა
მეგონა! ერთხელაც დილით
ჩამეძინა და ვერ გავედი
შინიდან იმ დროს, როდესაც
როგორც წესი, “თეატრში”
მივდიოდი ხოლმე.
-სამსახურში არ მიდიხარ?-
მკითხა დილით.
-არა…
-რატომ?
-ვისვენებ…
-მართლა? რა კარგია,
თორემ მოვიწყინე მარტომ
და სულ გავლოთდი,
რამდენი ხნით?
-სამუდამოდ…
-რა?
-გამომაგდეს…
-რატომ?
-არ მოეწონათ ჩემი თამაში…
-მატყუებ!
-არა…
-თვალებში შემომხედე!
-გიყურებ…-ურცხვად ავწიე
თავი.
-მატყუარა ხარ!-მითხრა და
სილა გამაწნა! გავშტერდი,
თვალებიდან ცრემლები
წამომივიდა. ეს არასდროს
მომხდარა…
-დამარტყი?
-ჰო, დაგარტყი!
-რა დაგიშავე?
-მომატყუე! რას გიგავს
თვალები, ნარკომანი ხარ!
-რა შენი საქმეა! ეგრე შენ
ლოთი ხარ მაგრამ მე არ
გირტყამ!
-ჰოდა, ძალიანაც ცუდს
აკეთებ! რომ დამარტყა იქნებ
აღარც დავლიო!
-კარგი!-მივუახლოვდი და
მთელი ძალით სილა
გავაწანი.-ეს გინდოდა არა?-
ისევ მე დავიწყე ტირილი…
ვერ ავიტანე მისთვის ჩემს
მიერ მიყენებული ტკივილი,
არადა უკვე მეგონა მძულდა,
თურმე იმაზე მეტად
მყვარებია, ვიდრე ადრე…
მივეკარი გულზე ჩავიკეცე და
ავტირდი… იატაკზე დაჯდა
ჩემზე მოწებებული.
ყველაფერი მოვუყევი.
მეგონა მიმატოვებდა. მაგრამ
თვითონაც ატირდა.
-მაპატიე…-ძლივს
ჩაიჩურჩულა.
-შენ რატომ მთხოვ პატიებას?
-მე ჩაგაგდე ამ დღეში, იმ
დაწყევლილ დღეს… რომ
შემეძლოს ერთი წამით მაინც
უკან დაბრუნება…
-გაჩუმდი…
…ჩაგვეძინა ორივეს.
გაღვიძებულებს ყველაფერი
გვტკიოდა, სულის ჩათვლით.
-ერთად ყველაფერს
გადავიტანთ…-მითხრა და
უფრო ძლიერად ჩამიხუტა
ვიდრე ოდესმე.
-ვიცი…
-გინდა ყავა?
-კი…
-შაქარი აღარ ყოფილა…
-არაუშავს უშაქროდ
დავლევ…
-მაპატიე…
-გაჩუმდი-მეთქი…
ყველაფერი დამთავრდა…
-დროული იყო, დამიჯერე…
-იქნებ დაგვიანებულიც,
მაგრამ არაუშავს… მთავარია
ერთად ვართ…
-ჰო…


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4