
- მე მხოლოდ გაღმა მხარეს
გავედი!
- მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ
ხარ!
- რაც ვიყავით
ერთმანეთისთვის, ისევ ვართ
საუკუნოდ!
- ისევ ისე მომმართე,
როგორც ყოველთვის
მოგიმართავს!
- ისევ ისე მესაუბრე, როგორც
ყოველთვის გისაუბრია!
- ნუ დამელაპარაკები სხვა
კილოთი!
- ნუ მიიღებ სამგლოვიარო
და მწუხარე იერს!
- გაიცინე, რაზეც
გვეცინებოდა!
- ილოცე, გაიღიმე, იფიქრე
ჩემზე, ჩემთან ერთად
ილოცე!
- ჩემი სახელი ისევ ისე
წარმოითქვას, როგორც
ყოველთვის წარმოითქმოდა
- ყოველგვარი ზეაწეულობის,
ყოველგვარი ნაღველის
გარეშე!
- სიცოცხლე იმასვე ნიშნავს,
რასაც მუდამ ნიშნავდა!
- იგი ისევ ის არის, რაც მუდამ
იყო! ძაფი არ გამწყდარა!
- რატომ გგონივარ შენი
ფიქრების გარეთ? - იმიტომ,
რომ შენი თვალსაწიერის
გარეთ ვარ?
- მე შორს არა ვარ, ზუსტად
გზის გადაღმა ვარ!
- ხომ ხედავ, ყველაფერი
კარგად არის!
- ნუ ტირი, თუ მართლა
გიყვარვარ!..
- თუ მართლა იცი, რა არის
ღვთის მადლი და
სასუფეველი?!
- თუ ძალგიძს, გაიგონო
ანგელოზთა გალობა და
ანგელოზებს შორის
დამინახო?!..
- თუ ძალგიძს, დაინახო
გადახსნილი თვალსაწიერი,
საუკუნო სამყოფელი, ახალი
ბილიკი, რომელსაც
ვადგავარ?!.
- თუ წამით ძალგიძს,
ჩემსავით უჭვრიტო
მშვენიერებას, რომლის
წინაშე ყველა სილამაზე
ფერმკრთალდება?!
- როგორ? თუკი საწუთროში,
აჩრდილთა საუფლოში,
მხედავდი და გიყვარდი,
წარუვალ სიცხადეთა
საუფლოში ვეღარ უნდა
მხედავდე და გიყვარდე?!.
- გწამდეს როცა სიკვდილი
შენც აგრის
ბორკილებს,როგორც მე
ამყარა,როცა ერთ დღეს
მხოლოდ ღვთისთვის
ცნობილ..
- და ღვთისაგან დადგენილ
დღეს შენი სულიც
სასუფეველში შევა, სადაც
ჩემმა სულმა შეგასწრო იმ
დღეს კვლავ შეხვდები იმას
ვისაც უყვარდი
- და ისევ ისე უყვარხარ,
კვლავ ჰპოვებ მის გულს,და იმ
გულში კვლავ იმავე
გრძნობას იპოვი ოღონდ
უფრო განწმენდილს!
- შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი
თუ მართლა გიყვარვარ!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев