„მეზობლებმა გამაგებინეს ცეცხლი გიკიდიაო და ამის მერე გამოვიყვანე ოჯახის წევრები. საქონლის გადარჩენა მინდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა“, – მოხეში გაჩენილ ხანძარს შავაძეების სახლი, 27 ძროხა და სარჩო–საბადებელი ემსხვერპლა. ოჯახის წევრები ცეცხლს შემთხვევით გადაურჩნენ.
შავაძეების სახლს ცეცხლი დაახლოებით ღამის 02:30 საათზე გაუჩნდა. ოჯახის წევრები ალმოდებული სახლიდან მეზობლებმა გამოიყვანეს. მეხანძრეები ხანძარს 6 საათის განმავლობაში აქრობდნენ.
ბადრი შავაძე ამბობს, რომ ხანძრის შესახებ მეზობელმა გააგებინა: "გვიან მოვედი, ღამის 12 საათზე, დაღლილი ვიყავი. მეზობლების წყალობით გადავურჩით დაღუპვას".
ხანძარმა შავაძეების სახლი, ტექნიკა და ავეჯი მთლიანად გაანადგურა. ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა შეძლო.
ხანძრის შედეგად დაიღუპა 27 სული პირუტყვი. მეზობლების თქმით, პირუტყვი სავარაუდოდ კვამლმა გაგუდა, შემდეგ კი ცეცხლში ჩაიწვნენ. საქონლის სადგომის ადგილას ჩანს ძროხების დამწვარი შიგნეული.
ცეცხლში ჩაიწვა შემოდგომისთვის მომარაგებული მოსავალიც.
ღია ცისქვეშ დარჩენილი ოჯახი დროებით ღამეს მეზობელთან გაათევს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4