ამ მთას, ამ ბალახს და მზის ჩასვლას მხოლოდ იმიტომ ვაკვირდები, რომ შენ გეძებ...
ვერ ჩავდივარ სოფელში. შენი გაყინული თვალები და ჩამომხმარი მხრები რომ მხვდება, ღმერთს ვეკამათები...
მერე კი უკან ვიხევ, არ მინდა ისიც შენსავით დავკარგო...
ძალიან რომ გამიჭირდება, ვბრაზდები, ცოცხალი რომ ხარ და ერთი სანუგეშო სიტყვის თქმაც რომ არ შეგიძლია...
ყველა ცარიელ საფლავში შენ მეგულები, შენი საფლავი კი გამოფიტული სხეული და ჩაშავებული ვენებია... ის მკლავებიც, განსაცდელის ჟამს რომ ამიყვანდა და ჩემს გოლგოთას თავად გადიოდა...
მიჭირს ახლაც... ისე მიჭირს, რომ ღმერთმაც უპასუხოდ დამტოვა...
სადაცაა მზეც ჩავა...
აღმართზე ისე ამოვრბოდი, გული ხელში მეჭირა...
სტუდენტობის დროს გამოგზავნილ წერილებს ვერ ვეკარები, მეშინია...
უშენობის მეშინია, დედა...
ყოველი გაღიმების უკან ცრემლით დატბორილი მოლოდინებია...
ისე მტკივა, როგორც შენ ჩემი გაჩენის დროს გტკიოდა...
მზე ჩავიდა...
როგორ მენატრება შენი ქვედა ბოლოს ნაჭრებით მიმაგრებული იზაბელა... ისიც ალბათ მალე გახმება...
ღმერთო, გვერდით დგომა აღარ მიშველის, შიგნით შემოდი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 50