ერთი შეხედვით ჩვეულებრივი 3 წლის სირიელი ბიჭის ისტორიამ, მთელი სოფელი ააფორიაქა. ერთ დღესაც, სოფელ ტრემსეჰში მცხოვრებმა ბარულმა მშობლებს დეტალურად მოუყვა, როგორ მოკლეს ის ნაჯახით. მის სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია და ბავშვურ სისულელედ ჩათვალეს.
თუმცა, ბავშვს პერიოდულად შემოტევები ჰქონდა და მშობლებს ნაჯახისა და იმ საშინელი ჩხუბის შესახებ უყვებოდა, რომელიც მკვლელობის წინ მოხდა. მშობლები შვილის მდგორეობამ შეაშფოთა და ამბავი სოფელშიც მალევე გავრცელდა.
როგორც აღმოჩნდა, ბარულს არა მხოლოდ მკვლელობის იარაღი, არამედ მკვლელი და დანაშაულის ადგილიც ახსოვდა.
ადგილობრივი სასულიერო პირის თქმით, შესაძლოა, ბავშვი მის დაბადებამდე, წარსულში მომხდარი გაუხსნელი მკვლელობის გამო იტანჯებოდა.
მშობლებმა გადაწყვიტეს იმ ადგილას მისულიყვნენ, რომელსაც ბიჭი აღწერდა. სოფლის მოსახლეობამ ადგილს მალევე მიაგნო. გაირკვა, რომ პირი, რომელსაც ბიჭი აღწერდა მეზობელ სოფელ ცხოვრობდა. მამაკაცის დანახვისთანავე ბავშვი აყვირდა : „მე შენი მეზობელი ვიყავი. შენ კი ნაჯახით მომკალი. ისიც კი ვიცი, სად დამარხე ჩემი სხეული“ ...
ყველასგან მოულოდნელად მამაკაცი გაიქცა, თუმცა მისი დაჭერა სოფლის მაცხოვრებლებმა მოახერხეს. მისი სახლის სარდაფში კი სამარხი და ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
მკვლელმა აღიარა, რომ რამდენიმე წლის გაუჩინარებული ბავშვი, მისი მოკლული იყო.
სოფლის მოსახლეობამ მკვლელი თავად გაასამართლა და ლინჩის წესით დასაჯა.
რაც შეეხება ბარულს, ბიჭუნას კოშმარები მოეხსნა. მშობლებსა და მეზობლებს ამ მოვლენის ახსნა უჭირთ. მათი თქმით, შესაძლოა რეინკარნაციას ჰქონდა ადგილი. ნაწილი თვლის, რომ ბარულს მოკლული ბიჭის სული ჩაუსახლდა, რომელიც დანაშაულის გახსნის შემდეგ დამშვიდდა და ბიჭის სხეული დატოვა.
ქეთა მოსიძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2