
ეს ნამცხვარი 1-2 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება
ინგრედიენტები:
კარაქი – 200 გრ
ფქვილი – 200 გრ
არაჟანი 25% - 6 სუფრის კოვზი
ჯემი ან ხილფაფა – 200 გრ
მწიკვი მარილი, შაქრის პუდრა
მომზადება:
გამლღვალ კარაქში (შეგიძლიათ, უბრალოდ ღამით არ შედგათ მაცივარში და დილით დარბილებული დაგხვდებათ) მოათავსეთ არაჟანი და აურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი. ხელზე არ უნდა მიგეკრათ. დააგორგლეთ და მერე დაახლოებით 5-მილიმეტრიანი სისქის ფენა რომ გამოვიდეს, გააბრტყელეთ. დაახლოებით 5X5 სანტიმეტრის ზომის კვადრატები გააკეთეთ, შუაში მოათავსეთ ცოტა ჯემი და კონვერტად მოკეცეთ.
დააწყვეთ კონვერტები პერგამენტიან ლანგარზე და 15 წუთით შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев