ნინო სულაბერიძე, რომელიც ახალგაზრდა დედაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს, აღმოაჩნდა მეორე ხარისხის სიმსივნე, მას ესაჭიროება საზღვარგარეთ ოპერაცია, გთხოვთ გავერთიანდეთ დაგადავარჩინოთ სიცოცხლე, ძალა ერთობაშია!
ნინო ჩემთვის იყო, არის და იქნება ყველაზე პოზიტიური საინტერესო, სიცოცხლით სავსე გოგონა, რომლითაც მე ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს ვიამაყე, მისმა სადიპლომო ნამუშევარმა ( სიუჟეტმა, რომელიც სატანისტებზე იყო) დიდი მოწონება დაიმსახურა და იმ დროისათვის ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაშიც გაუშვეს. ( "დროება", რომელიც მიჰყავდა გიორგი თარგამაძეს)
ჩემს უსაყვარლეს კოლეგას და მეგობარს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, მას ჯერკიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, ცხოვრებაშიუმიზეზოდ არაფერი ხდება და ზუსტად ვიცი ნინო გამოჯანმრთელდება და უამრავ სხვის სიცოცხკესაც გადაარჩენს!
გთავაზობთ მის წერილს, რომელიც საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა.
“ამ სიფრიფანა ფურცლის დაჭერა ისეთივე მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც იმ დიაგნოზის მოსმენა, რომელიც დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოვისმინე: თავის ტვინზე სიმსივნური წარმონაქმნი. რომლის ამოკვეთის ოპერაცია ოთხი თვის წინ საქართველოში გავიკეთე, თუმცა უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ ისეთ რთულ ადგილას არის საჭიროა ხელახალი ოპერაცია და მკურნალობა, რომელიც 15 სექტემბერს არის დაგეგმილი გერმანიის კლინიკაში და რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინც კარგად მიცნობს მან იცის, როგორი რთულია ჩემთვის დახმარების თხოვნა, თუმცა Merabi Manana Gegechkori Gabrichidze -მ ჩემი ჯამრრთელობის მდგომარეობა, რომ გაიგო და დამირეკა მინდა ორგანიზება გავუკეთო ყველაფერს შენს დასახმარელადო , მივხვდი არაფერია გვერდში დგომის ფასი, ვერაფერს გააკეთებს ადამიანი მარტო და სიამოვნებით დავთანხმდი. არ შეიძლება დახმარებაზე და სიკეთის კეთებაზე უარის თქმა. დიდი მადლობა TV Inkognito-ს და მასთან ერთად უამრავ ადამიანს.
არ შემიძლია უღრმესი მადლობა არ გადაგიხადო შენ Jumber Partsakhashviliიმდენად საოცარი ადამიანი ხარ ჩემთვის სიტყვები არ მყოფნის იმ მადლიერების გადმოსაცემად, რომელსაც შენს მიმართ განვიცდი. ანგელოზივით, რომ არ გამოჩენილიყავი ჩემ ცხოვრებაში და სწორ გზაზე არ დაგეყენებინე, არც დღევანდელი დღე იქნებოდა ესე იმედიანი და არც მე ვიდგებოდი უშენოდ ამ გზაზე, არადა სწორად შერჩეული გზით სიარულია ამ ცხოვრებაში გამარჯვებისთვის ყველაზე მთავარი. საოცარი ადამიანი ხარ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა შენ ყველაფრისთვის.
უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უკვე ბევრნი ხართ და დღითი-დღე კიდევ უფრო ბევრნი ხდებით. ძალიან მახარებთ და მაძლიერებთ. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას: ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს და სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებიც აზიარებთ ჩემს სურათს და ამხელა სითბოს და თანადგომას გამოხატავთ.
GE80BG 0000000 56280 2100 ეს ჩემი ანგარიშის ნომერია, რომელიც “საქართველოს ბანკში” არის გახსნილი.”
სტატიის ავტორი: ნიცა გვერდწითელი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2